ტერ შტეგენმა ხავიერ მასკერანოს გადაასწრო

ტერ შტეგენმა ხავიერ მასკერანოს გადაასწრო

"ელჩეს" წინააღმდეგ გამართული შეხვედრით, მარკ-ანდრე ტერ შტეგენმა "ბარსელონაში" ჩატარებული მატჩებით ხავიერ მასკერანოს გადაასწრო. 

Relevo-ს ინფორმაციით, გერმანელმა "ბარსას" მაისურით 335-ე მატჩი ჩაატარა და მასკერანო ჩამოიტოვა. ეს ნიშნავს, რომ ტერ შტეგენი კატალონიურ კლუბში ლეგიონერების მიერ ჩატარებული მატჩებით მე-3 ადგილზე გადავიდა.

ტერ შტეგენზე წინ დანი ალვესი (408) და ლიონელ მესი (778) არიან. დიდი ალბათობით, გერმანელი მე-2 ადგილზეც მალე გადავა, პირველი პოზიციის დაკავება კი ნაკლებად სავარაუდოა.

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 4 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
    საიტის ლეგენდა  [?]
    #4 18 სექტემბერი 2022 22:09
    1
    მესის ერთით ნაკლები და 777 იქნებოდა. თუმცა შეიძლება ეს ციფრი კიდევ გაიზარდოს მომავალი წლიდან.
    ფანი [?]
    #3 18 სექტემბერი 2022 22:07
    1
    ციტატა: nika 54
    პირველი პოზიციის დაკავება იმიტომ იქნება შეუძლებელი, რომ გაისად ლეო დაბრუნდება 800-იან ნიშნულს საკმაოდ გადააბიჯებს და შტეგენსაც კარგად ჩამოიტოვებს.

    Ნუ ვიქნებით დარწმუნებული და ტყუილი იმედები ნუ გვექნება
    საიტის ლეგენდა  [?]
    #2 18 სექტემბერი 2022 13:27
    0
    პირველი პოზიციის დაკავება იმიტომ იქნება შეუძლებელი, რომ გაისად ლეო დაბრუნდება 800-იან ნიშნულს საკმაოდ გადააბიჯებს და შტეგენსაც კარგად ჩამოიტოვებს.
    საიტის ლეგენდა  [?]
    #1 18 სექტემბერი 2022 00:37
    13
    საუკეთესო ფორმაში შედის შტეგენი და ასაკსაც თუ გავითვალისწინებთ მინიმუმ 5 ან 6 წელი შეუძლია იყოს ფორმაში, თან მეკარე რაც უფრო ასაკშია მით უფრო კარგი ხდება, გამოცდილება და სიმშვიდე აქვს უფრო მეტი რაც ფოკუსირებაში ეხმარება