ბარსელონა-ელჩე - მსაჯი ცნობილია

ბარსელონა-ელჩე - მსაჯი ცნობილია

  • თამაშის დრო: შაბათი, 17 სექტემბერი, 18:15

ესპანეთის ფეხბურთის ფედერაციამ ლა ლიგის მე-6 ტურის მსაჯები დაასახელა.

ცნობილი გახდა, რომ "ბარსელონასა" და "ელჩეს" დაპირისპირებას 31 წლის გამოუცდელი არბიტრი ალეხანდრო მუნის რუისი განსჯის.

მუნის რუისმა მსაჯობა 2014 წელს დაიწყო. 2019 წელს კი სეგუნდა დივიზიონში დაწინაურდა და პირველივე სეზონში საუკეთესო არბიტრად დასახელდა. ლა ლიგაში რუისი მე-2 სეზონს ატარებს.

კარიერის განმავლობაში მუნის რუისი თამაშში საშუალოდ 27.9 ჯარიმასა და 0.33 თერთმეტმეტრიანს ნიშნავს, ფეხბურთელებს კი 5.6 ყვითელ და 0.29 წითელ ბარათს უჩვენებს.

ეს არბიტრი "ბარსელონას" მატჩში პირველად იმსაჯებს.

ალეხანდრო მუნის რუისის სტატისტიკა "ბარსელონასა" და "ელჩეს" თამაშებში:

ბარსელონა ელჩე
თამაში 0 6
მოგება - 4
ფრე - 0
წაგება - 2
მოგების % - 67%
სასარგებლოდ დანიშნული პენალტი - 2
საწინააღმდეგოდ დანიშნული პენალტი - 1
სასარგებლოდ ნაჩვენები წითელი - 2
საწინააღმდეგოდ ნაჩვენები წითელი - 1

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 1 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
    საიტის ლეგენდა  [?]
    #1 16 სექტემბერი 2022 15:38
    0
    სტატისტიკურად ეს ელჩეს ფანი ყოფილა. (მოგების % - 67%)