უსმან დემბელე და ჟიულ კუნდე საფრანგეთის ნაკრებში გამოიძახეს

უსმან დემბელე ეროვნულ ნაკრებში ბრუნდება. სხვანაირად არც შეიძლებოდა, მომხდარიყო, ისეთ ფორმაშია "ბარსას" ფრანგი შემტევი.
დიდიე დეშამმა სექტემბრის სანაკრებო თამაშებისთვის განაცხადი დაასახელა და მასში "ბარსას" ორივე ფრანგი ფეხბურთელი მოხვდა - უსმან დემბელე და ჟიულ კუნდე.
დემბელეს საფრანგეთის ნაკრებში 2021 წლის ივნისის შემდეგ არ უთამაშია. მას შემდეგ "ლურჯებმა" 15 შეხვედრა ჩაატარეს.
უსმანს ეროვნული გუნდის მაისურით სულ 27 თამაში აქვს ჩატარებული. მის აქტივში 4 გატანილი გოლია.
რაც შეეხება ჟიულ კუნდეს, მისი დებიუტი ეროვნულ გუნდში 2021 წელს შედგა და ფრანგი მცველის აქტივში უკვე 11 სანაკრებო თამაშია.
საფრანგეთი უეფას ერთა ლიგაზე 22 სექტემბერს ავსტრიას უმასპინძლებს, 25 სექტემბერს კი დანიას ეწვევა.
ტეგები
მსგავსი სიახლეები
გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში
ინფორმაცია
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 8 ]