ბარსელონამ კიმიხი გააკვირვა

ბარსელონამ კიმიხი გააკვირვა

ჩემპიონთა ლიგის მეორე ტურში "ბარსელონა" მიუნხენის "ბაიერნთან" დამარცხდა, თუმცა საერთო მოსაზრებით კატალონიელები მიუნხენელებს ბევრით არაფრით ჩამოუვარდებოდნენ, ბევრის აზრით კი, სჯობდნენ კიდეც, რაც სტატისტიკურადაც დასტურდება.

"ბარსელონას" მიმართ საქებარი სიტყვები თავად მიუნხენელებმაც არ დაიშურეს. ზოგიერთმა მათგანმა ეს ჟურნალისტებთან საუბრის დროს გააკეთა, ზოგმა კი "ბარსელონას" ფეხბურთელებთან გასაუბრების დროს.

Mundo Deportivo-ს ცნობით ერთ-ერთი ასეთი მოთამაშე იყო იოზუა კიმიხი. კატალონიური გამოცემის ინფორმაციით თამაშის შემდეგ კიმიხმა "ბარსას" რამდენიმე ფეხბურთელს უთხრა, რომ ბოლო ერთი წლის განმავლობაში მათი პროგრესით გაკვირვებულია, რომ მათ გერმანელებს თამაშში აჯობეს და ბევრი სირბილი აიძულეს. იოზუამ კატალონიელებს კარგი თამაში მიულოცა და მომავალში წარმატებები უსურვა.

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 9 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
    საიტის ლეგენდა  [?]
    #9 16 სექტემბერი 2022 11:00
    1
    საკუთარ დედას დათმობს ბავარია, მაგრამ ამას არა. აი დევისს, რომ დაეჩალიჩონ არა?! თანაც ამბობენ ბარსა ევასებაო. მაგარი ტეხნარია და ძალიან მომწონს ეს ტიპი. ფლანგზე გაგვამწარა.
    საიტის ლეგენდა  [?]
    #8 15 სექტემბერი 2022 17:45
    1
    პირველი შემთხვევაა როცა ბაიერნის ფეხბურთელები არ დაგვცინიან წაგებული თამაშის შემდეგ, ან ვეცოდებით,ან მართლა მოეწონათ ჩვენი თამაში და ან ამ სიტყვებშიც ცინიზმია
    ფანი [?]
    #7 15 სექტემბერი 2022 17:20
    2
    Ეს ძაან კლასნია მართალია დემბელემ მოსვა ერთი ორჯერ მინდორზე თუმცა ძალიან ელეგანტური მოძრაობები და პასის კულტურა აქვს. Ჩემი აზრით დაუფასებელი საყრდენია იოზუა
    Culé [?]
    #6 15 სექტემბერი 2022 16:57
    1
    ციტატა: Dani alves
    ეს კაცი რომ გვყავდეს ჩვენი მომგები არავინ იქნება. სამწუხაროდ მხოლოდ ოცნება შეგვიძლია კიმიხზე🙂

    სამაგიეროდ დევისს და მუსიალას ევასებათ ბარსა ( მესის და კამპანიის წყალობით) და შეგვიძლია მომავალში დავეჩალიჩოთ.
    გულშემატკივარი [?]
    #5 15 სექტემბერი 2022 16:34
    0
    კიმიხი დაგვაკვდებოდა.
    გულშემატკივარი [?]
    #4 15 სექტემბერი 2022 15:47
    3
    ეს კაცი რომ გვყავდეს ჩვენი მომგები არავინ იქნება. სამწუხაროდ მხოლოდ ოცნება შეგვიძლია კიმიხზე🙂
    --------------------
    •Barca forever•
    Culé [?]
    #3 15 სექტემბერი 2022 15:40
    3
    იმათგან გავიდა პავარი, შემოვიდა მაზრაუი და ორჯერ უკეთესად ჩერთო თამაშში, გავიდა საბიცერი შემოვიდა გორეცკა და საერთოდ გადაატრიალა თამაში.. ჩვენ გაგვყავს ალბა შემოგვყავს ალონსო, გაგვყავს ბუსკეცი შემოგვყავს კოკო ჩამბო.. 8 მარჯვენა ფლანგის მცველი გვყავდა და ცენტრებს ვაყენებთ ფულბექზე თუარა წასულია ჩვენი საქმე და მართლაც რო გაოცებას იწვევს ამ გუნდის პროგრესი ამ ყველაფრის ფონზე აბა რას იწვევს :DDD
    ფანი [?]
    #2 15 სექტემბერი 2022 15:36
    4
    მაგრად მინდოდა ეს კაცი ბარსაში...
    საიტის ლეგენდა  [?]
    #1 15 სექტემბერი 2022 15:03
    3
    ასე განაგრძეთ ბიჭებოო?