გავის ბარსაში დარჩენა 100%-ით გადაწყდა | ფაბრიციო რომანო
18 წლის ამომავალი ვარსკვლავის, გავის "ბარსელონაში" დარჩენა 100%-ით გადაწყვეტილია. ინფორმაციას ამის შესახებ ავტორიტეტული ჟურნალისტი ფაბრიციო რომანო ავრცელებს.
რომანოს ცნობით მხარეები ყველა დეტალზე შეთანხმდნენ. ახალი კონტრაქტი 2026 წლამდე იქნება მოქმედი, გავის ხელფასი მოიმატებს, მისი გამოსასყიდი თანხა კი 50 მილიონიდან ერთ მილიარდ ევრომდე გაიზრდება.
მოსალოდნელია, რომ ოფიციალური ინფორმაცია მალე გავრცელდება.
გავი "ბარსას" სკოლის აღზრდილია. პირველ გუნდში დებიუტი მას 2021 წლის აგვისტოში ჰქონდა. ახალგაზრდული ასაკის მიუხედავად გავი "ბარსელონას" სასტარტო შემადგენლობის წევრია და მწვრთნელი მას ფრენკი დე იონგზე წინაც აყენებს.
ცნობილია, რომ გავის დამატებით არაერთი გუნდი იყო დაინტერესებული, მათ შორის მიუნხენის "ბაიერნიც", რომელიც მზად იყო, ფეხბურთელის გამოსასყიდი თანხა 50 მილიონი ევრო გადაეხადა, მაგრამ ახალგაზრდა ესპანელის პრიორიტეტი ყოველთვის "ბლაუგრანაში" დარჩენა იყო.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 12 ]