ბარსელონა და ატლეტიკო, შესაძლოა, ახალ პირობებზე შეთანხმდნენ

ბარსელონა და ატლეტიკო, შესაძლოა, ახალ პირობებზე შეთანხმდნენ

"ბარსელონასა" და "ატლეტიკოს" შორის ანტუან გრიზმანთან დაკავშირებული დავა, შესაძლოა, შეთანხმებით დასრულდეს.

"ატლეტიკოს" არ სურს, "ბარსელონასთან" წინასწარ შეთანხმებული 40 მილიონი ევრო გადაიხადოს, რის გამოც მადრიდელები ანტუანს თითო მატჩში მაქსიმუმ ნახევარ საათს ათამაშებენ. თუ ასე გაგრძელდება, "ატლეტიკოს" სეზონის ბოლოს ანტუანის 40 მილიონ ევროდ გამოსყიდვის ვალდებულება არ ექნება და ფრანგი თავდამსხმელი "ბლაუგრანაში" დაბრუნდება.

"ბარსელონაში" მიაჩნიათ, რომ "ატლეტიკო" შეთანხმებას არღვევს და კატალონიურ კლუბში სამართლებრივი დავის დაწყებას არ გამორიცხავენ, მაგრამ საქმის სასამართლომდე მისვლის შემთხვევაში "ბარსას" მოგება გარანტირებული არ აქვს.

შექმნილ ვითარებაში ზარალდება ყველა: "ატლეტიკო" ვერ იყენებს გუნდის ყველაზე მაღალანაზღაურებად ფეხბურთელს, რომლის შენახვაც წელიწადში 20 მილიონ ევროზე მეტი უჯდება; "ბარსელონა" სეზონის ბოლოს ვერ მიიღებს დაგეგმილ 40 მილიონ ევროს, გარდა ამისა კატალონიურ კლუბს დაუბრუნდება მაღალანაზღაურებადი ფეხბურთელი, რომელიც გუნდს არ ჭირდება და იმის გამო, რომ მას კონტრაქტის ამოწურვამდე ერთი წელი ექნება დარჩენილი, მისი გაყიდვაც გართულდება; თავად ფეხბურთელი სათამაშო დროის გარეშე რჩება; ზარალდება საფრანგეთის ნაკრებიც, რომლის ერთ-ერთი ლიდერიც მსოფლიო ჩემპიონატის წინ სათამაშო პრაქტიკის გარეშეა.

Sport-ის ცნობით კლუბებმა გადაწყვიტეს, ახალ პირობებზე მოილაპარაკონ. საუბარია იმაზე, რომ "ბარსელონა" 40 მილიონის ნაცვლად 25 მილიონ ევროს მიიღებს. მოსალოდნელია, რომ შეთანხმება უახლოეს ორ კვირაში შედგება.

შეთანხმების მიღწევის შემთხვევაში ყველა მხარე მეტნაკლებად კმაყოფილი დარჩება. "ატლეტიკოს" თანხის გადახდა მაინც მოუწევს, მაგრამ არა 40 მილიონის და თანაც გუნდის ერთ-ერთ ლიდერს გამოიყენებს; "ბარსელონა" კი, მართალია, დაგეგმილ თანხას სრულად ვერ მიიღებს, მაგრამ გაცილებით რთულ სიტუაციას აირიდებს თავიდან.

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 9 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
    საიტის ლეგენდა  [?]
    #9 13 სექტემბერი 2022 18:37
    1
    რეებს კადრულობს ეს უნამუსო სერესო.
    ფანი [?]
    #8 13 სექტემბერი 2022 18:10
    0
    ციტატა: katalomia
    ციტატა: JasoN
    ციტატა: katalomia
    25 ლიმონად და 50 ლიმონად ნიუკასლი იყიდის გრიზმანს და ატლეტიკომ დოინჯით დაახტეს ლაპორტას მერე.

    მერე? წავა ეს ნიუკასლში? თუ ძალით გავუშვათ


    რატო არ წავა? სკამზე ერჩივნება ჯდომა? თან კრავს ნიუკასლი გუნდს და ხელფასებს არიგებს სასწაულს და რა უნდა ამას მეტი?


    იასნია ჭკუა თუ აქვს უნდა წავიდეს, თან 31 წლისაა უკვე, ამის მაქსიმუმი 3 წელია ტოპ ლიგებში და მერე ალბათ ესეც MLS ში დაეგაზება. ამის უკან შემოტენვა მაგრად გამიტყდება 😶
    Culé [?]
    #7 13 სექტემბერი 2022 17:46
    1
    რა 25 მილიონი კაპიკი არ დააკლოთ ბოლომდე მიაწექით ამათ თავს როგორ აგოიმებიებთ

    თუ არადა 25 მილიონად სხვა გუნდს მიყიდეთ და მაგ ყ*ეებს თავისი არ გაატანინოთ
    ფანი [?]
    #6 13 სექტემბერი 2022 16:48
    3
    რავი დავიჯერო ვერ გაყიდიან სიტყვაზე 26 მილიონად? ღირსი იქნება ატლეტიკო. შეათანხმონ გრიზმანთან, მერე ნიუკასლთან და ეგაა დარჩება სირთავა სიმიონე თავისი ჯაგა გუნდით შამბალათი ხელში.
    Culé [?]
    #5 13 სექტემბერი 2022 16:42
    0
    ციტატა: JasoN
    ციტატა: katalomia
    25 ლიმონად და 50 ლიმონად ნიუკასლი იყიდის გრიზმანს და ატლეტიკომ დოინჯით დაახტეს ლაპორტას მერე.

    მერე? წავა ეს ნიუკასლში? თუ ძალით გავუშვათ


    რატო არ წავა? სკამზე ერჩივნება ჯდომა? თან კრავს ნიუკასლი გუნდს და ხელფასებს არიგებს სასწაულს და რა უნდა ამას მეტი?
    Culé [?]
    #4 13 სექტემბერი 2022 16:39
    0
    ციტატა: katalomia
    25 ლიმონად და 50 ლიმონად ნიუკასლი იყიდის გრიზმანს და ატლეტიკომ დოინჯით დაახტეს ლაპორტას მერე.

    მერე? წავა ეს ნიუკასლში? თუ ძალით გავუშვათ
    Culé [?]
    #3 13 სექტემბერი 2022 16:30
    1
    25 ლიმონად და 50 ლიმონად ნიუკასლი იყიდის გრიზმანს და ატლეტიკომ დოინჯით დაახტეს ლაპორტას მერე.
    Culé [?]
    #2 13 სექტემბერი 2022 16:11
    2
    ანტუან, წამოი ბათუმის დინამოში, აგერ ქრისტიანოსაც აღარავინ უფორმებს და ორივე ჩამოით
    გულშემატკივარი [?]
    #1 13 სექტემბერი 2022 15:58
    2
    აბა რო იწერებოდა მარტო პირველ სეზონზე ვრცელდებოდა ეგ შეთანხმებაო ? არ უნდა დათანხმდეს ბარსა ჩემი აზრით, 25 მილიონად ისედაც გაყიდის და ესე ატლეტიკო მაინც ვერ გამოიყენებს წესიერად