ბაიერნთან თამაშს ბარსას 1407 გულშემატკივარი დაესწრება, მათ შორის საქართველოდანაც

- თამაშის დრო: სამშაბათი, 13 სექტემბერი, 23:00
დღეს "ბაიერნი" "ბარსელონაა". თამაში "ალიანც არენაზე" გაიმართება, რომელიც 70 ათას გულშემატკივარს იტევს. აქედან 1407 ბილეთი "ბარსელონამ" აითვისა და საკუთარ ოფიციალურ ფანკლუბებს გადასცა. მათ შორისაა ჩვენი ფანკლუბიც.
საინტერესოა, რომ 1407 გულშემატკივრიდან უმეტესობა არა გერმანელი, არამედ პოლონელია. "ბარსელონას" პოლონური ოფიციალური ფანკლუბებიდან თამაშს 661 გულშემატკივარი დაესწრება. აქედან 560 იქნება პენია ბარსელონისტა პოზნანიდან, 70 პენია ბლაუგრანა ლოძიდან, 27 ფანს კლუბ ბარსა პოლსკადან და 4 პენია ბლაუგრანა ვარშავადან.
თამაშს "ბარსელონას" 58 ოფიციალური ფანკლუბის წევრები დაესწრებიან. მათ შორისაა Barcamania.ge-ს ოფიციალური ფანკლუბი, Penya Blaugrana Tbilisi.
ტეგები
მსგავსი სიახლეები
გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში
ინფორმაცია
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 8 ]