ჩავი ერნანდესის პრესკონფერენცია ბაიერნთან მატჩის წინ

კატალონიის "ბარსელონა" 13 სექტემბერს ჩემპიონთა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე "ბაიერნს" დაუპირისპირდება. მატჩის წინ კატალონიელთა თავკაცი, ჩავი ერნანდესი პრესკონფერენციას მართავს.
"ამ სეზონში ჩვენე ბევრ იმედებს ამყარებენ, ხვალინდელი შედეგი ამას არ შეცვლის. საბოლოო შედეგის სანახავად სეზონის ბოლომდე მოცდა მოგვიწევს. რა თქმა უნდა, ხვალ მოგება ჩვენთვის დიდი მიღწევა იქნება.
გასულ სეზონთან შედარებით ბევრი რამე შევცვალეთ... 9 თვე გავიდა და ვთვლით, რომ კონკურენტუნარიანი გუნდი ვართ და "ბაიერნთან" მოგება შეგვიძლია.
ჩემი აზრით, მსოფლიოს ერთ-ერთ საუკეთესო გუნდს ვეთამაშებით, ჩვენ კარგ ფორმაში ვართ და გვინდა, რომ ეს ხვალ ვაჩვენოთ.
სეზონის პირველი ნახევარი ძალიან რთულია, ნაწილი დავგეგმეთ და ვფიქრობთ, რომ მოთამაშეებს საუკეთესოდ მოვამზადებთ.
რობერტ ლევანდოვსკი დასვენებულია და ის "ბაიერნთან" სათამაშოდ მზად არის.
რაფინია შესანიშნავი ფეხბურთელია, ის შეტევაში დახმარების გარდა ბევრად მეტ საქმეს აკეთებს.
ხვალ ჩვენი შესაძლებლობების დამტკიცების დრო გვექნება. მსოფლიოს ყველანაირ ზეწოლას ვიღებთ. ჩემი მოთამაშეების ბოლომდე მჯერა. რაც მთავარია, მოედანზე თავმდაბლობას გამოვიჩენთ, რაც წარმატებისათვის აუცილებელია.
გასულ სეზონთან შედარებით რა შეიცვალა? ჩვენი მენტალიტეტი. ძალიან ბევრს ვშრომობთ, რითაც დიდ სიამოვნებას ვიღებ.
ფეხბურთელების გამოცდილება? ახლა გამოცდილება ჩემთვის არაფერს არ ნიშნავს. გვყავს ისეთი ახალგაზრდა ფეხბურთელები, რომლებიც შესანიშნავ ფორმაში იმყოფებიან და ვაპირებ, რომ მათ ეს დავუფასო", - განაცხადა ჩავიმ.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 24 ]