იულიან ნაგელსმანი: ეს ის ბარსა აღარაა!

მიუნხენის "ბაიერნის" მთავარმა მწვრთნელმა, იულიან ნაგელსმანმა დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე ხვალინდელ მეტოქეზე, "ბარსელონაზე" ისაუბრა და განაცხადა, რომ კატალონიურმა გუნდმა გასული სეზონის შემდეგ მნიშვნელოვნად მოუმატა.
"ბარსელონას" ვიცნობთ, ახლა ეს სულ სხვაგვარი გუნდია. შეგიძლიათ, "ბარსასთან" ბოლო თამაშები მეხსიერებიდან წაშალოთ. მეტოქეს განსხვავებულად შეტევა სურს. ის რთული მეტოქეა.
ხვალინდელი თამაშისთვის რამდენიმე ფეხბურთელი უკვე შერჩეული მყავს. სამივე ცენტრალური მცველი უმაღლეს დონეზე თამაშობს, არ ვიცი, ვინ დადგება ლუკას ერნანდესის გვერდზე. იოზუა კიმიხთან ერთად მარსელ საბიტცერი ითამაშებს.
გამიხარდება, თუ ჩვენი გულშემატკივრები ლევანდოვსკის კარგ დახვედრას მოუწყობენ. ეს ნორმალურია, როდესაც ვინმემ გუნდისთვის ამდენი გააკეთა. ის "ბაიერნის" ოჯახის მნიშვნელოვანი წევრი იყო. მის ნახვას მოუთმენლად ველი.
ეს თამაში გადამწყვეტი არაა, მაგრამ კარგი ტესტია იმ გუნდის წინააღმდეგ, რომელმაც მნიშვნელოვნად მოუმატა. გვინდა, საშინაო თამაში მოვიგოთ.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 12 ]