ჟერარ პიკეს "მოჩვენება" ყვითელი ბარათი

ლა ლიგის გასულ ტურში "კადისსა" და "ბარსელონას" შორის ერთი საინტერესო ეპიზოდი იყო. თამაშის 56-ე წუთზე მთავარმა არბიტრმა, კარლოს დელ სერო გრანდემ ჟერარ პიკეს ყვითელი ბარათი უჩვენა, მაგრამ ეს ისე შეუმჩნევლად გააკეთა, რომ ლა ლიგასაც კი გამოეპარა.
თამაშის შემდეგ გაირკვა, რომ მსაჯმა ოქმში ჟერარ პიკეს ყვითელი ბარათი შეიტანა. მიზეზი მეტოქე ფეხბურთელის ხელით დაჭერაა. კარგადა დაკვირვების დროს ჩანს, რომ არბიტრი ჯიბიდან ყვითელ ბარათს მართლაც იღებს, მაგრამ კადრი იმდენად სწრაფად გადადის უსმან დემბელეზე, რომ იმის გარკვევაც კი შეუძლებელია, თუ ვინ მიიღო გაფრთხილება.
ლა ლიგის ოფიციალურ საიტზე თამაშის გვერდზე პიკეს ყვითელი ბარათი დაფიქსირებული არაა, მაგრამ ვინაიდან ეს ეპიზოდი არბიტრის ოქმში მოხვდა, უშუალოდ ფეხბურთელის გვერდზე ყვითელი ბარათი დაფიქსირებულია.
ტეგები
მსგავსი სიახლეები
გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში
ინფორმაცია
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 6 ]