ბაიერნის პრეზიდენტი: ბარსა ძალიან დიდი კლუბია და ის ბრუნდება

ბაიერნის პრეზიდენტი: ბარსა ძალიან დიდი კლუბია და ის ბრუნდება

ხვალ "ბაიერნი"-"ბარსელონაა", ევროპული საფეხბურთო კლასიკა, რომელმაც წინა წლებში განსაკუთრებული ინტრიგა შეიძინა, რობერტ ლევანდოვსკის ფაქტორის გათვალისწინებით კი ეს ინტრიგა კიდევ უფრო გამძაფრდა.

ცოტა ხნის წინ კატალონიური Sport მიუნხენში იმყოფებოდა, სადაც "ბაიერნის" პრეზიდენტთან, ჰერბერტ ჰაინერთან საინტერესო ინტერვიუ ჩაწერა.

- მომიტევეთ უცოდინარობა. როგორი ორგანიზაციული მოწყობა აქვს "ბაიერნს"?

- პროფესიონალური ფეხბურთის გუნდი კლუბის ნორმალური ფუნქციონირების მიღმა გავიტანეთ. ეს ფეხბურთზე ფოკუსირების საშუალებას გვაძლევს. ჩვენი წილის 25% პარტნიორებს მივყიდეთ: ადიდასს, აუდისა და ალიანცს. 75% კლუბის საკუთრებაში რჩება. როდესაც "ალიანც არენას" აშენება გადაწყდა, კლუბის სათავეში მყოფმა ული ჰიონესმა და რუმენიგემ 25%-ის გაყიდვის გადაწყვეტილება მიიღეს, რადგან ფული გვჭირდებოდა. ეს წილი კი ჩვენივე სპონსორებმა შეიძინეს. ასე ვმუშაობთ და ამით ბედნიერები ვართ, რადგან წარმატებულები ვართ როგორც სპორტში, ასევე ფინანსურადაც.

- ხომ არ გეშინიათ, რომ "ბაიერნის" მესაკუთრე შეიძლება გახდეს ჩინელი, არაბი ან რუსი ბიზნესმენი?

- არა, რადგან წესდებით განსაზღვრულია, რომ მინიმუმ 70% თავად კლუბს უნდა ეკუთვნოდეს. თუ ერთი მესაკუთრე 100% ფლობს, გადაწყვეტილებას ყოველთვის ის მიიღებს, როგორც კარგს, ასევე ცუდს.

- შესაძლებელია, ეს მოდელი "ბარსელონაშიც" გამოიყენონ?

- არ მინდა, სხვა კლუბებზე ვისაუბრო, რადგან ამ კლუბებში არსებულ სიტუაციას არ ვიცნობ, მაგრამ უნდა იცოდეთ, რომ გერმანიაში არსებობს 50+1 წესი, რაც ნიშნავს იმას, რომ 50% პლუს ერთი აქცია, ანუ საკონტროლო პაკეტი კლუბს თავად უნდა ჰქონდეს შენარჩუნებული.

- პრეზიდენტი ფეხბურთში უნდა ერკვეოდეს, თუ უმჯობესია, კარგი მენეჯერი იყოს?

- ვფიქრობ, პრეზიდენტს ფეხბურთი უნდა უყვარდეს. ჩვენ გულშემატკივრებისთვის ვმუშაობთ, ჩვენი 290 ათასი წევრისთვის და სხვა მხარდამჭერებისთვის, რომლებიც სტადიონზე ყოველდღე მოდიან. დღეს (ბაიერნი-შტუტგარტის თამაში) სტადიონზე 75 ათასი ადამიანი იქნება და ჩვენ მათთვის ვმუშაობთ. თუ პრეზიდენტს ფეხბურთი არ უყვარს, არა მგონია, მან გაამართლოს. რა თქმა უნდა, მართვის უნარები საჭიროა, მაგრამ ფეხბურთის სიყვარულის გარეშე არ შეიძლება.

- როგორც ლაპორტას?

- ასეა. სამშაბათს ჩვენ ერთმანეთს სადილზე კიდევ ერთხელ შევხვდებით. მას 20 წელია, ვიცნობ.

- ინარჩუნებთ ურთიერთობას?

- დიახ, ჩვენ ერთმანეთს ვხვდებით თამაშების დროს, UEFA-სა და FIFA-ს კონგრესებზე, რადგან მე ამ კონგრესებს ვესწრებოდი, როგორც Adidas-ის აღმასრულებელი დირექტორი და ჩვენ ერთმანეთს რამდენჯერმე შევხვდით. ერთმანეთს კარგად ვუგებთ.

- როგორც ადიდასის აღმასრულებელ დირექტორს, ფლორენტინო პერესთან მოლაპარაკებები გექნებათ გამართული.

- დიახ, ის ამ საქმეში ძალიან ძლიერია.

- ლაპორტასა და პერესზე ჩამოვარდა საუბარი და რას ფიქრობთ სუპერ ლიგის პროექტზე?

- ყველაფერში, რასაც აკეთებ, გულშემატკივრების ინტერესი უნდა ჩადო და ამ შემთხვევაში გულშემატკივრების რეაქციები ყველაფერზე ნათლად მეტყველებს. უეფას ჩემპიონთა ლიგა მომწონს, რადგან ეს ფანტასტიკური ტურნირია, სადაც საუკეთესო კლუბები თამაშობენ. თუ შეხედავთ ტურნირის 1/4 ფინალებს, ნახავთ, რომ ყველაზე პრესტიჟული კლუბები ერთმანეთს აუცილებლად ხვდებიან. აქ ყოველთვის არიან "რეალი", "ბარსელონა", "ბაიერნი", "სიტი", "ლივერპული" და ა.შ.

- თუმცა ბოლოს "ბარსა"...

- "ბარსა" ბრუნდება. კატალონიელებს ახლაც კარგი გუნდი ჰყავთ. ეს ძალიან დიდი კლუბია!

- როგორც საფეხბურთო საკითხებში ჩახედულ ადამიანს, შეგიძლიათ, გაიგოთ, თუ როგორ ხდება ამხელა ფულის დახარჯვა ასეთი ფინანსური პრობლემების ფონზე?

- ამ საკითხზე კომენტარის გაკეთება არ მინდა, რადგან სიტუაციას კარგად არ ვიცნობ.

- ვისაუბროთ ფეხბურთზე. რას ელით სამშაბათის თამაშისგან და როგორ დახვდება "ალიანც არენა" ლევანდოვსკის?

- იმედი მაქვს და ჩემი სურვილია, რომ გულშემატკივრები რობერტს თბილად დახვდნენ, რადგან მან ჩვენთან 8 წელი გაატარა, ბევრი გოლი გაიტანა და ბევრი თამაშის ბედი გადაწყვიტა. ჩვენ ყველა დიდი ტურნირი მოვიგეთ. ბოლოს კი ყველამ ის მიიღო, რაც სურდა: რობერტს საშუალება მიეცა, "ბარსელონაში" წასულიყო; "ბარსელონა" ლევანდოვსკის გუნდში ყოლით ბედნიერია; ჩვენ კი გვაქვს ფული მომავალი ინვესტიციებისთვის. თავი ყველამ კომფორტულად უნდა იგრძნოს და იმედი მაქვს, გულშემატკივრები რობერტს კარგად მიიღებენ.

- თუმცა ბუნებრივია, რომ ადამიანები იმედგაცრუებულები იყვნენ.

- ეს უკვე წარსულია.

- ეს მეუღლისგან მიტოვებას ჰგავს?

- რობერტსა და "ბაიერნს" შორის ყველაფერი კარგადაა. ვისაუბრეთ და ყველაფერი რიგზეა. წინ ყურებას განვაგრძობთ.

- "ბარსელონასა" და "რეალის" დერბის გარდა "ბარსა"-"ბაიერნიც" ევროპული ფეხბურთის კლასიკაა. რას ფიქრობენ მიუნხენში "ბარსელონაზე"?

- "ბარსას" დიდ პატივს ვცემთ. პირადად მე მიმაჩნია, რომ ესპანური ფეხბურთი მისაბაძი მოდელია: ეროვნული გუნდი იგებს, "რეალი" იგებს, "ბარსა" იგებს. ამ ყველაფრისგან სარგებელი ჩვენც ვნახეთ, როდესაც მწვრთნელად პეპ გვარდიოლა გვყავდა. "ბარსელონას" შესანიშნავი მოთამაშეები ჰყავდა: ჩავი, ინიესტა, პიკე, ბუსკეტსი, მესი... და ეს იმდენად დიდი კლუბია, რომ ის სტანდარტების დაწესებას მომავალშიც განაგრძობს.

- გვარდიოლა ახსენეთ, მაგრამ ასევე იყო ვან გაალი, ან თუნდაც ტიაგო ალკანტარა... "ბაიერნსა" და "ბარსელონას" უფრო მეტი საერთო ხომ არ აქვთ, ვიდრე განმასხვავებელი?

- ზუსტად! "ბარსელონა" დიდი კლუბია, რომელიც მის წევრებს ეკუთვნის, ჩვენც ვართ დიდი კლუბი, რომელიც წევრებს ეკუთვნის. ასევე გვყავს კალათბურთის გუნდი, "ბარსელონას" მსგავსად ტექნიკური ფეხბურთი გვიყვარს, მოგვწონდა, თუ როგორ იგებდა გვარდიოლას "ბარსა" და როგორ იგებდა გვარდიოლას "ბაიერნი". კლუბების ხელმძღვანელებს ერთმანეთთან კარგი ურთიერთობა გვაქვს. ჩვენ ერთმანეთთან ბევრი საერთო გვაქვს.

- ახლა "ბარსას" რთული პერიოდი უდგას. ფიქრობთ, რომ რაც ლისაბონში ან გასულ სეზონში მოხდა, შესაძლოა, განმეორდეს?

- არ ვიქრობ, რომ ეს განმეორდება. 2020 წელს "ბარსელონა" ჩვენთვის კარგ დროს შეგვხვდა, რითაც ვისარგებლეთ. ახლა "ბარსა" გაცილებით ძლიერია, ვიდრე 2 წლის წინ. ლაპორტა შესაბამისი პრეზიდენტია იმისათვის, რომ "ბარსა" იქ დააბრუნოს, სადაც მისი ადგილია. თანაბარ თამაშს ველი. რა თქმა უნდა, მაქვს მოლოდინი, რომ მოვიგებთ, მაგრამ ვფიქრობ, თანაბარი თამაში იქნება.

- რომელ გუნდს მიიჩნევთ ჩემპიონთა ლიგის მოგების ფავორიტად?

- ყოველთვის უნდა იფიქრო "რეალზე", ასევე ფავორიტები არიან: "მანჩესტერ სიტი", "პარი სენ-ჟერმენი", "ლივერპული"... და "ბაიერნი". გარდა ამისა "ბარსელონამ" კიდევ ერთხელ შექმნა ძალიან საინტერესო გუნდი. "ბარსაზე" თვალი ყოველთვის უნდა გეჭიროს.

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 7 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
    საიტის ლეგენდა  [?]
    #7 13 სექტემბერი 2022 13:27
    0
    დღეს დიდი დღეა, დიდი. barca-1
    ფანი [?]
    #6 13 სექტემბერი 2022 12:48
    0
    რა რუსი ბიზნესმენი!!!
    საიტის ლეგენდა  [?]
    #5 12 სექტემბერი 2022 16:16
    5
    ციტატა: BEQA BARCA
    მარტო მე მგონია რომ ორივე თამაშს მოვუგებთ და ჯგუფში 1 ადგილს დავიკავებთ?😀❤️

    ბარსა როცა მოედანზე გადის არააქ მნიშვნელობა ვის წინააღმდეგ, ყოველთვის მოგებას ველოდები მეც და ალბათ უმრავლესობა ბარსას ფანებიც, ასე რომ უნდა გადავხსნათ ორივე თამაშში
    საიტის ლეგენდა  [?]
    #4 12 სექტემბერი 2022 14:10
    2
    რას ერჩი დალაგებულად ილაპარაკა და ძველი პრეზიდენტებისგან განსხვავებით გაკოტრებული და განადგურებული არ უძახია ჩვენთვის.
    Culé [?]
    #3 12 სექტემბერი 2022 12:43
    14
    ციტატა: BEQA BARCA
    მარტო მე მგონია რომ ორივე თამაშს მოვუგებთ და ჯგუფში 1 ადგილს დავიკავებთ?😀❤️


    არა, ვერაფრით ვერ დაგტოვემ ძმობილო მარტო მაგ მოსაზრებასთან) იმენა ღორის კუპატივით ჩამოვკიდებთ გასაშრობათ.
    [?]
    #2 12 სექტემბერი 2022 12:32
    6
    რა დედამო...ლი ჟურნალისტია, ყველაფერი ქნა რო ბარსაზე ცუდი წამოეცდინა, ან ლევაზე მარა ვერა. თორე ააჭრელებდა მერე სკანდალური სათაურებით ტაბლოიდებს და დაძაბავდა სიტუაციას
    Culé [?]
    #1 12 სექტემბერი 2022 12:30
    16
    მარტო მე მგონია რომ ორივე თამაშს მოვუგებთ და ჯგუფში 1 ადგილს დავიკავებთ?😀❤️
    --------------------
    🗣Johan Cruyff:🗣
    "ფეხბურთის თამაში მარტივია, თუმცა მარტივი ფეხბურთის თამაში - რთული"
    " ხარისხი შედეგის გარეშე უსარგებლოა. შედეგი ხარისხის გარეშე მოსაწყენი. "