როგორ დახვდება მიუნხენი ლევანდოვსკის?

ხვალ ჩემპიონთა ლიგის ტურის ცენტრალურ დაპირისპირებაში მიუნხენის "ბაიერნი" კატალონიის "ბარსელონას" უმასპინძლებს. ამ გუნდების ბოლო შეხვედრებში დაფიქსირებული ანგარიშების გარდა მატჩს დამატებით ინტრიგას რობერტ ლევანდოვსკი სძენს. პოლონელს ბოლო 8 წლის განმავლობაში გოლები "ბაიერნისთვის" გაჰქონდა, ახლა კი ის იმავეს "ბარსელონასთვის" აკეთებს.
კატალონიური Sport მიუნხენში იყო ჩასული და ადგილობრივი გულშემატკივრები გამოჰკითხა იმის გასაგებად, თუ როგორ დახვედრას მოუწყობენ ლევანდოვსკის. ესპანელი ჟურნალისტების ცნობით, ასეულობით გულშემატკივართან გასაუბრების შემდეგ დადგინდა, რომ რეაქციები განსხვავებული იქნება, თუმცა ლევანდოვსკის მიმართ მადლიერების გრძნობა მაინც ჭარბობს.
- აცხადებს ერთი გულშემატკივარი, რომელიც კითხვაზე, აკლია თუ არა "ბაიერნს" ლევანდოვსკი, პასუხობს:
ნაკლებად მადლიერი ჩანდა "ალიანც არენას" შესასვლელში მყოფი ახალგაზრდა გულშემატკივარი. კითხვაზე, როგორ მიიღებენ გულშემატკივრები ლევანდოვსკის, მან უპასუხა:
ნაკლებად რადიკალური იყო მისი მამა:
კიდევ ერთი გულშემატკივარი აცხადებს:
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 5 ]