ოფიციალურად: ბარსელონას სახელფასო ლიმიტი €656 მილიონია

ლა ლიგამ ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის დახურვის შემდეგ კლუბების სახელფასო ლიმიტები გამოაქვეყნა.
"ბარსელონას" მდგომარეობა საგრძნობლად შეცვლილია - კატალონიური გრანდის სახელფასო ლიმიტი ზამთრის შემდეგ -€144 მილიონიდან €656 მილიონამდე გაიზარდა, ანუ ზრდამ €800 მილიონი შეადგინა.
პირველ ადგილზე კვლავ მადრიდის "რეალია", რომელსაც შეუძლია, ხელფასებში €683 მილიონი დახარჯოს, მეორე ადგილზე "ბარსაა", რომელსაც €341 მილიონით მადრიდის "ატლეტიკო" მოსდევს.
"ბარსელონას" შედეგი ჟოან ლაპორტას ბორდის დამსახურებაა, რომელმაც გასულ ზაფხულში ფინანსური მდგომარეობის გამოსწორებაზე ბევრი იმუშავა.
ცნობისთვის, ზამთარში "ბლაუგრანა" ლა ლიგის ერთადერთი კლუბი იყო, რომლის სახელფასო ლიმიტიც უარყოფითი გახლდათ.
🚨🚨| Official: La Liga announces the salary cap for all clubs after the transfer market has ended. Barcelona’s limit has increased from -€144M to €656M. #fcblive 💰✅ pic.twitter.com/3vvKJyaVFH
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 13 ]