ვის უძღვნის ფრანკ კესიე გოლებს?

ვის უძღვნის ფრანკ კესიე გოლებს?

გუშინ ფრანკ კესიემ "პლზენთან" 5-1 მოგებულ შეხვედრაში ანგარიში გახსნა და "ბარსელონას" მაისურით სადებიუტო გოლი გაიტანა.

კოტ-დ'ივუარელი გოლებს გარდაცვლილ მამას უძღვნის, რომელიც ასევე ფეხბურთელი იყო და სამშობლოში თამაშობდა, შემდეგ კი, ქვეყნის დასაცავად, არმიას შეუერთდა და, სამწუხაროდ, დაავადებასთან ბრძოლაში დამარცხდა, როდესაც ფრანკი 11 წლის იყო.

დიდი ალბათობით, კესიეს მიერ გაკეთებული ჟესტი სწორედ იმაზე მიუთითებს, რომ მამამისი ჯარში მსახურობდა.

თავად ფეხბურთელი ადაპტაციის პროცესს კარგად გადის. Sport-ის ცნობით, ის გასახდელ ოთახში თავს შესანიშნავად გრძნობს და როგორც კლუბი, ისე ქალაქი მოსწონს. ფრანკს პროგრესის გაგრძელება და გუნდის დახმარება სურს. მან ესპანურის სწავლაც დაიწყო. კოტ-დ'ივუარელი ჩავის ძალიან აფასებს.

  • ტეგები
    გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 5 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
    ფანი [?]
    #5 9 სექტემბერი 2022 15:36
    0
    Ობასთან ერთად ვეღარ აღნიშნავს 😭
    საიტის ლეგენდა  [?]
    #4 9 სექტემბერი 2022 11:54
    1
    მთავარია ადაპტაცია ნორმალურად გაიაროს და გუნდს შეეწყოს.
    ეხლა გამახსენდა გუშინ დიდი ბრიტანეთის დედოფალი რო გარდაიცვალა, პირველი თამაშების მონაწილეები (9-ზე რო იწყება) უკვე გასახდელში იყვნენ, მეორე ტაიმში კი არსენალი უკვე შავი სამკლავურებით გამოვიდა და ტაიმის დაწყებამდე დუმილის წუთი მოითხოვა. საინტერესო საყურებელი იყო.
    საიტის ლეგენდა  [?]
    #3 9 სექტემბერი 2022 07:05
    0
    მე კი სამუელ ეტოს უძღვნიდა მეგონა smile
    --------------------
    THUGS
    გულშემატკივარი [?]
    #2 8 სექტემბერი 2022 22:39
    4
    კარგი კაცი ხარ ასე განაგრძე.
    გულშემატკივარი [?]
    #1 8 სექტემბერი 2022 22:16
    3
    კაცი პიროვნება ❤🖤💙