როგორ მიაღწია უსმან დემბელემ საუკეთესო ფორმას?

Mundo Deportivo-ს ინფორმაციით, უსმან დემბელემ ტექნიკურად და ტაქტიკურად ჩავი ერნანდესის წყალობითა და იმის შემდეგ მოუმატა, რაც გააცნობიერა, რომ საუკეთესო ფორმაში შესასვლელად ცხოვრების სტილი უნდა შეეცვალა.
გარდა ამისა, აღსანიშნავია, რომ ფრანგს ტრავმა 2021 წლის 4 ნოემბრის შემდეგ არ მიუღია, რაც ჩავის მიერ მოყვანილი ექიმის რიკარდ პრუნასა და ფიზიოთერაპევტის კარლოს ნოგეირას დამსახურებაა.
ასევე, დემბელემ სტაბილურობას პიროვნულ დონეზეც მიაღწია და გაიგო, რომ მედიასთან ბუნებრივი ურთიერთობა უნდა ჰქონდეს. ჩავის მოსვლისა და გასულ დეკემბერში დაქორწინების შემდეგ, უსმანმა ემოციური სტაბილურობა მოიპოვა და უფრო სრულყოფილი გახდა.
წყაროს ცნობით, ისინი, ვინც დემბელეს იცნობენ, იმასაც კი ამჩნევენ, რომ მან ჩაცმის სტილიც კი შეიცვალა და მედიასთან ურთიერთობა მკვეთრად გამოასწორა. ადრე უსმანი ინტერვიუებს გაურბოდა, ახლა კი გაანალიზა, რომ ჟურნალისტებთან კომუნიკაცია თავისი, როგორც პროფესიონალის მოვალეობაა.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 8 ]