ბარსელონას ოფიციალური განცხადება ჟერარ პიკესა და ჟოან ლაპორტას თაობაზე

ბარსელონას ოფიციალური განცხადება ჟერარ პიკესა და ჟოან ლაპორტას თაობაზე

რამდენიმე წუთის წინ "ბარსელონამ" ოფიციალური განცხადება გაავრცელა, რომელიც ჟერარ პიკესა და ჟოან ლაპორტას შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას ეხება.

რამდენიმე დღის წინ ესპანურ პრესაში გავრცელდა ცნობა, თითქოს ჟერარ პიკემ ჟოან ლაპორტას Barca Studios-ის შეძენის თხოვნით მიმართა და პასუხად უარი მიიღო.

"ბარსელონას" განცხადებაში ვკითხულობთ:

გამოცემა Ara-ს მიერ გავრცელებული ინფორმაციის თაობაზე გვსურს სიმართლეს ნათელი მოვფინოთ და განვაცხადოთ, რომ კლუბის პრეზიდენტს Barca Studios-ის გაყიდვასთან დაკავშირებით პირველი გუნდის ფეხბურთელ ჟერარ პიკესგან ან მისი კომპანიისგან არანაირი შეთავაზება არ მიუღია.

კლუბი მიიჩნევს, რომ ასეთი დაუსაბუთებელი ინფორმაციის გავრცელება "ბარსელონას" სპორტსმენების რეპუტაციას ვნებს.

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 3 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
    საიტის ლეგენდა  [?]
    #3 8 სექტემბერი 2022 13:56
    0
    მერე უჩივლონ ხო იასნია ვინც დაწერდა. ჩვენ ყველა ყველაფერზე გვიჩივის და ერთელ ჩვენც გავბედოთ.
    Culé [?]
    #2 7 სექტემბერი 2022 20:10
    1
    ციტატა: Don_Andresito
    და რომც ეცადა რა? რა შუაშია რეპუტაცია? რატო ილახება თუ პიკეს კომპანია ცდილობს საკმაოდ კარგ დაკიტალდაბანდებას, როგორიც არის ბარსა სტუდიოს წილის ყიდვა.



    ტყუილიაო.
    [?]
    #1 7 სექტემბერი 2022 19:53
    3
    და რომც ეცადა რა? რა შუაშია რეპუტაცია? რატო ილახება თუ პიკეს კომპანია ცდილობს საკმაოდ კარგ დაკიტალდაბანდებას, როგორიც არის ბარსა სტუდიოს წილის ყიდვა.