პაბლო ტორე - უკან მომავალში

პაბლო ტორე - უკან მომავალში

"ბარსელონას" ახალგაზრდა ახალწვეული პაბლო ტორე უცნაურ სიტუაციაშია.

გასულ სეზონში ტორე "რასინგში" თამაშობდა. ესპანელი ნახევარმცველი სანტანდერულ გუნდს მესამიდან მეორე დივიზიონში გადასვლაში დაეხმარა, შემდეგ უკეთეს გუნდში გადავიდა, მაგრამ ახლა თამაში ისევ მე-3 დივიზიონში უწევს.

როდესაც პაბლო ტორე "ბარსელონაში" გადმოდიოდა, იყო მოლოდინი, რომ პირველ გუნდში გარკვეულ სათამაშო დროს მიიღებდა, თუმცა ეს ჯერ არ მომხდარა და თუ ჩავის კომენტარებით ვიმსჯელებთ, უახლოეს მომავალშიც არაა დიდად მოსალოდნელი.

პაბლო ტორე პირველ გუნდთან ერთად ვარჯიშობს, მაგრამ თამაშით "ბარსა ატლეტიკში", ისევ მე-3 დივიზიონში ითამაშებს. არადა ახლა იმ ასაკშია, მაღალ დონეზე თამაში ჭირდება. ძალიან პატარაც აღარაა - გავიზე უფროსია.

გავრცელებული ინფორმაციით პაბლო ტორეს ისევ "რასინგში" იჯარით გაშვების ვარიანტი განიხილებოდა და ჩავი ამ იდეის მომხრე იყო, მაგრამ გარიგებაზე უარი მატეუ ალემანიმ თქვა.

  • ტეგები
    გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 7 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
    [?]
    #7 5 სექტემბერი 2022 17:19
    1
    ლიგაზე მოსადუნებელი თამაში არ გვექნება, ბოლო ტურებში რო სეირნობა შეიძლება, თასიც გართულდა, 1 თამაშიანი და ისიც გასვლა. ლა ლიგაში ბოლო ტურამდე ბრძოლა იქნება და იქაც დიდი როტაციის დრო არ იქნება. რეალურად რთულ თამაშშიც რო ითამაშოსდარწმუნებული ვარ არაფერს გააფუჭებს. მაგრამ არსებული ვითარებიდან, ტრავმიანობიდან და ამ ყველაფრიდან გამომდინარე იანვრამდე დარჩეს, შევხედოთ, მანამდე 1-2 თამაში მაინც ითამაშოს და თუ დრო ვერ გამოენახა, იანვარში გავუშვათ. ოღონთ არა რასინგში, არამედ უკეთეს გუნდში, ლა ლიგაში მაგალითად, ჟირონა მშვენიერი ვარიანტია, ელჩე თუნდაც. რა უნდა რასინგში, რომელიც წელსვე გავარდება უკან მესამეში. ამიტომ ვამბობ ბარსა ბ უნდა გადმოვიდეს ლა ლიგა 2 ში. იქ სხვა დონეა. ხოდა ამანაც გაანძრიოს ერთი ადგილი და დაეხმაროს გუნდს გადმოსვლაში. ისე კი პირველი გუნდის არაწევრი, მარტო 3 მოთამაშე შეგვიძლია მოედანზე გვყაყვდეს თუ სწორად ვიცი, ვინაიდან არც ბალდე და არც გავი არ არიან ჯერ პირველი გუნდის წევრები, ამას შეუძლია თამაში.
    საიტის ლეგენდა  [?]
    #6 5 სექტემბერი 2022 17:10
    0
    მესამე დივიზიონში ცოდოა ეს ბიჭი, უნდა მისცენ რაღაც წუთები, იმ ტორესის გამოყვანას ეს გამოიყვანონ და შანსი მისცენ, ან ციყვი აღარ შემოიყვანონ
    ფანი [?]
    #5 5 სექტემბერი 2022 16:58
    1
    Რამდენი ესპანელი ტალანტი გამოჩნდება ყველა კიარ ჯობია პედრის, დააკვირდით მის თამაშებს და მიხვდები რამხელა გავლენა აქვს თამაშზე, პატარა ტალანტი ნუ გგონიათ. Ყველა ნახევარმცველს ჯობია დღეს ბარსაში
    საიტის ლეგენდა  [?]
    #4 5 სექტემბერი 2022 16:20
    2
    კვირაში ორთამაშიანი ცხრილი გვაქვს და დავიჯერო ვერსად გამოიყენებენ რო სულ არ მოუკლან თამაშის ინტერესი.
    ახალბედა [?]
    #3 5 სექტემბერი 2022 16:03
    1
    კარგი ფეხბურთელია პედრის და გავის არაფრით ჩამოუვარდება მაგრამ 3 დივიზიონში თამაშს სჯობდა იჯარით გაეშვათ. რადგან ახლა როტაციაში თამაში იშვიათად მოუწევს რადგან სუსტ გუნდებთან არ გვიწევს თამაში
    გულშემატკივარი [?]
    #2 5 სექტემბერი 2022 15:44
    0
    პლზენთან მეორე ტაიმში მისცენ დრო, კარგი უპირატესობა როცა გვექნება დაჭერილი
    წევრი [?]
    #1 5 სექტემბერი 2022 15:41
    0
    აუცილებლად უნდა მიეცეს დრო დაბალი დონის გუნდებთან მაინც. ეს უფრო პედრის სტილისაა გავისგან განსხვავებულია გავის ვერ შეცვლის და პედრის ვერ ჯობია, მაგრამ ზოგჯერ მაინც უნდა ათამაშოს ჩავიმ. პრესეზონზე მომეწონა ამის თამაში და იმედია მიეცემა დრო.
    --------------------
    More than a Club / MÉS QUE UN CLUB /
    მეტი ვიდრე კლუბი