ტერ შტეგენი: ჩვენი მიზანია, კარი ყველა მატჩში მშრალად შევინახოთ

მარკ-ანდრე ტერ შტეგენი, რომელიც "სევილიასთან" მატჩში შესანიშნავი იყო და მისი დიდი დამსახურებაა, რომ "ბარსელონამ" დღეს გოლი არ გაუშვა, შეხვედრის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებს ესაუბრა:
თავს კარგად ვგრძნობ. დაცვა ძალიან მნიშვნელოვანია და დიდებული საქმე გავაკეთეთ. ჩვენი მიზანია, კარი ყველა მატჩში მშრალად შევინახოთ.
ვიცოდით, რომ რთული სტარტი გველოდა და ამას უნდა გავმკლავებოდით.
საერთო ჯამში, 2022 წელი, განსაკუთრებით ჩემთვის, კარგი წელია.
ჩავის მუშაობამ უკანახაზში დადებითი შედეგი გამოიღო. ამით ძალიან ბედნიერი ვარ და ასევე უნდა განვაგრძოთ.
მწვრთნელს თამაში შესანიშნავად ესმის და ჩვენგანაც ისეთ რაღაცებს ითხოვს, რაც გასული წლების განმავლობაში არ გაგვიკეთებია.
ტეგები
მსგავსი სიახლეები
გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში
ინფორმაცია
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 13 ]