როგორ შევიძინოთ ბარსელონას თამაშების ბილეთები?

როგორ შევიძინოთ ბარსელონას თამაშების ბილეთები?

ბოლო დროს "ბარსელონას" თამაშების მიმართ ინტერესი მნიშვნელოვნად გაზრდილია. ეს შეინიშნება როგორც ესპანეთში, ასევე სხვა ქვეყნებშიც, მათ შორის საქართველოშიც.

ჩვენ, როგორც "ბარსელონას" ოფიციალურ ფანკლუბს, შეგვიძლია, კატალონიური გუნდის თამაშების ბილეთების შეძენაში დაგეხმაროთ.

ბილეთების უმრავლესობის შეძენა საკმაოდ მარტივია და ჩვენი დახმარება არ გჭირდებათ. შეგიძლიათ, პირდაპირ "ბარსელონას" ოფიციალური საიტიდან შეიძინოთ:

თუ რომელიმე გუნდის საშინაო თამაშების ბილეთების გაყიდვა ჯერ არაა დაწყებული, საშუალება გაქვთ, შეავსოთ საკონტაქტო ფორმა და როდესაც გაყიდვები დაიწყება, ელექტრონულ ფოსტაზე შეტყობინებას მიიღებთ.

"ბარსელონას" პირველი გუნდის გასვლითი თამაშების, ისევე, როგორც მნიშვნელოვანი საშინაო თამაშების (მაგალითაც "ელ კლასიკო") ბილეთების დამოუკიდებლად შეძენა გაგიჭირდებათ. ამ საკითხში ჩვენ დახმარებას გთავაზობთ. ამისთვის საჭიროა, შეავსოთ ქვემოც მოცემული ფორმა.

პროცედურა ასეთია: ქვემოთ მოცემულ ფორმაში მითითებულ დედლაინამდე ვაგროვებთ თამაშზე დასწრების მსურველების მონაცემებს. განაცხადის გამოგზავნის შემდეგ დაგიკავშირდებით და დეტალურ ინფორმაციას გაგაცნობთ. როდესაც "ბარსელონა" ბილეთების ფასს შეგვატყობინებს, კიდევ ერთხელ დაგიკავშირდებით და თქვენგან საბოლოო დასტურის მიღების შემდეგ დედლაინის დღეს "ბარსელონას" გავუგზავნით ბილეთებზე მოთხოვნას.

იმ შემთხვევაში, თუ სხვადასხვა ფანკლუბებიდან მიღებულ მოთხოვნებს "ბარსელონასთვის" გამოყოფილი ბილეთების რაოდენობა დააკმაყოფილებს, ბილეთი შეხვდება ყველას. იმ შემთხვევაში, თუ მოთხოვნა უფრო დიდი იქნება, "ბარსელონა" თავდაპირველად ყველა მსურველ ფანკლუბს გამოუყოფს 2-2 ბილეთს, დარჩენილ ბილეთებს კი გაანაწილებს წილისყრით. თუ თითო ფანკლუბისთვის 2-2 ბილეთიც ვერ იქნება გამოყოფილი, თავიდანვე ჩატარდება წილისყრა.

იმ შემთხვევაში, თუ ჩვენი ფანკლუბიდან გაგზავნილი იქნება მოთხოვნა ორზე მეტ ბილეთზე და შეგხვდება 2 ბილეთი, ამ ბილეთებს გადავცემთ მათ, ვისაც ჩვენთან მოთხოვნა უფრო ადრე ექნება გამოგზავნილი.

მას შემდეგ, რაც "ბარსელონასგან" ბილეთების კონკრეტულ რაოდენობაზე საბოლოო დასტურს მივიღებთ, დაგიკავშირდებით და მხოლოდ ამის შემდეგ იხდით ბილეთის საფასურს.

ამ გვერდზე მოცემული ინფორმაციისა და ბილეთების დასაჯავშნი ფორმის ნახვა ყოველთვის შეგიძლიათ მენიუში "ფანკლუბის" განყობილების ჩამოშლითა და შემდეგ "ბილეთების" განყოფილებაზე დაჭერით. ასევე შეგიძლიათ, ამ გვერდზე შეხვიდეთ ბრაუზერში ამ მისამართის აკრეფით: www.fcb.ge/tkt

  • ტეგები
    გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 5 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
    გულშემატკივარი [?]
    #5 3 სექტემბერი 2022 14:48
    0
    nika 54,
    ძალიან დიდი მადლობა, იმედია ავიხდენ ოცნებას და წავალ ))
    საიტის ლეგენდა  [?]
    #4 2 სექტემბერი 2022 23:22
    0
    ციტატა: xavi73
    აპრილისთვის წინასწარ შეძენა შესაძლებელია? და რაუნდა გავითვალისწინო იქნებ ეგეც დაწეროთ? ბარათით შევიძენ და დაახლოებით ბილეთების გარდა რა დაჯდება წასვკა მოსვლა ვინმემ თუ იცის?

    ალბათ ქუთაისიდან წახვალთ ეგ არის პირდაპირი და ყველაზე იაფი "ვიზიარით". მე მგონი 500-600 ევროს ფარგლებში იყო 2019-ში, ზუსტად აპრილში. ბარსელონაში ყველაზე იაფი ღამისთევა პატარა კერძო სასტუმროებში მინიმუმ 20 ევრო ყოველგვარი კომფორტის გარეშე, ერთ ოთახში მინიმუმ 2 საწოლით. ტუალეტით დერეფანში და არავითარი აბაზანით. კამპ ნოუს მუზეუმი 50-60 ევრო, პლიუს ყველა სურათი კიდევ 10-10 ევრო. სამაგიეროდ შეგიძლია ნებისმიერ ფეხბურთელთან სურათის გადაღება რა თქმა უნდა ფანერისგან გამოჭრილი და ფოტო დაკრული, ზუსტი სიმაღლით როგორც ცხოვრებაში არიან. სურათზე კი ცოცხლებივით გამოიყურებიან. მე მოვასწარი მესისთან გადაღება ეხლა არვიცი ალბათ მისი გამოსახულება ჩააბარეს საწყობში, მას შემდეგ რაც წავიდა. შეგიძლია ლიგის თასთან გადაიღო კამპ ნოუს ფონზე. გასაგებია რო იმ სასტუმროებში არავინ გაჭმევს, მაგრამ ქალაქში ყოველ ნაბიჯზეა კაფეები სადაც არც ისე ძვირია საუზმე. ეგ კი არა ჩემი შვილი იყო აგვისტოში შვებულებით ჩამოსული, რომელიც ვიტორიაში ცხოვრობს და გაგიჟდა აქაური ფასებით საკვებზე. იქაც კი არ არის ასეთი ძვირიო, რა თქმა უნდა ევროს კურსის გათვალისწინებით. თუმცა რას ყველაზე ძალიან გაუკვირდა ეს ლუდის ფასია რომელიც აქ თითქმის ერთნახევარ-ორჯერ ძვირია. მეტრო 2 ევრო ღირს, სადგური "Palau Reial"-ია, რომელიც 2019 წელს ლეოს სურათებით იყო გადატენილი ეხლა ალბათ ლევანდოვსკით შეცვალეს. ეს რაც დამამახსოვრდა სადგურის სახელი კი სურათზე შემორჩენილა როცა ლეს სურათებს ვიღებდი. რაც შეეხება ბილეთებს წინა რიგებზე რომელზეც სულ ტურისტებს ვხედავთ, მართლაც ტურიტებისთვის ყოფილა და მანდ ბილეთებს დიდი ხნით ადრე წინასწარი შეკვეთით ყიდიან 200-300 ევროთ ისიც თამაშს გააჩნია და კლასიკოზე ალბათ ვერც შესწვდებით. ზედა შორეულ ტრიბუნებზე 60-150 ევრო ღირს დაახლოებით.
    ბარსელონაში ჩასულს ცხადია აუცილებლად მოგინდება "საგრადა ფამილიას" ნახვა, მსოფლიოს ულამაზეს საყდარს რომელიც 100 წელზე მეტი შენდება და კიდევ 20-30 წელი გაგრძელდება მისი მშენებლობა. მანდაც წინასწარ უნდა ჩაწერა, თუ არ გინახია აუცილებლად უნდა ნახო.https://en.wikipedia.org/wiki/Sagrada_Família
    ყველაფერს ვერ მოვიგონებ, მაგრამ შთაბეჭდილებები უდიდესი იქნება.
    ფანი [?]
    #3 2 სექტემბერი 2022 22:48
    3
    Იმედია ოდესმე მეღირსება კამპ ნოუს ნახვა და ოცნების ასრულება♥️🤩
    გულშემატკივარი [?]
    #2 2 სექტემბერი 2022 22:41
    0
    ინტერთან თამაშს ვინმე ხომ არ ესწრებით🔴🔵
    გულშემატკივარი [?]
    #1 2 სექტემბერი 2022 21:47
    1
    აპრილისთვის წინასწარ შეძენა შესაძლებელია? და რაუნდა გავითვალისწინო იქნებ ეგეც დაწეროთ? ბარათით შევიძენ და დაახლოებით ბილეთების გარდა რა დაჯდება წასვკა მოსვლა ვინმემ თუ იცის?