10 ფაქტი ექტორ ბელერინის შესახებ

10 ფაქტი ექტორ ბელერინის შესახებ

მოვლენებით დახუნძლული სატრანსფერო ფანჯრის ბოლო საათებში ექტორ ბელერინი "ბარსელონაში" დაბრუნდა.

კატალონიური კლუბი 27 წლის ფეხბურთელის შესახებ ათ საინტერესო ფაქტს გვთავაზობს.

1) ექტორ ბელერინი 1995 წლის 19 მარტს ქალაქ ბარსელონაში დაიბადა. ის ამჟამინდელი პირველი გუნდის მე-6 კატალონიელი წევრია ჟერარ პიკეს, ერიკ გარსიას, ჟორდი ალბას, სერჟი რობერტოსა და სერხიო ბუსკეტსის შემდეგ.

2) ბელერინი "ლა მასიას" აღზრდილია. ის კატალონიელთა ახალგაზრდული სისტემის წევრი 2003-2011 წლებში იყო.

3) 2011 წელს, 16 წლის ასაკში ბელერინმა "ბარსა" დატოვა და ინგლისს, "არსენალს" მიაშურა, სადაც 11 წელი გაატარა.

4) "ლა მასიაში" ყოფნის დროს ის სერჟი სამპერთან, კეიტა ბალდესთან, ალეხანდრო გრიმალდოსთან და სანდრო რამირესთან ერთად თამაშობდა.

5) "არსენალის" პირველ გუნდში დებიუტი 2013/14 წლების სეზონში ჰქონდა. "მეთოფეთა" რიგებში 239 თამაში ჩაატარა და პერიოდულად კაპიტანიც იყო.

6) 2013/14 წლის ნაწილი "უოტფორდში", ხოლო გასული სეზონი "ბეტისში" იჯარით გაატარა.

7) ასაკობრივ ნაკრებებში თავის გამოჩენის შემდეგ ექტორ ბელერინს ევროპის 2016 წლის ჩემპიონატისთვის უხმეს ესპანეთის ეროვნულ გუნდში, სადაც "ლა მასიას" სხვა აღზრდილებიც თამაშობდნენ: პიკე, ბუსკეტსი, ინიესტა, ბარტრა, ფაბრეგასი, პედრო, ტიაგო, ალბა, ნოლიტო.

8) ბელერინს 4-ჯერ აქვს მოგებული ასოციაციის თასი, 4-ჯერ ქომუნითი შილდსი და ერთხელ ესპანეთის თასი.

9) ფეხბურთის გარდა ბელერინი მოდითაა დაინტერესებული. ის რამდენიმე ცნობილ ჩვენებაზე მოდელადაც იყო წარმოდგენილი.

10) ბელერინი სოციალურ ქსელში აქტიურობით გამოირჩევა. მას Instagram-ზე 3.4, ხოლო Twitter-ზე 1.9 მილიონი გამომწერი ჰყავს.

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 4 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
    ფანი [?]
    #4 2 სექტემბერი 2022 14:31
    3
    მის სისწრაფეზეც უნდა ეწეროს რამე, როგორც მახსოვს ერთი პერიოდი პრემიერ ლიგის უსწრაფესი ფეხბურთელი იყო
    საიტის ლეგენდა  [?]
    #3 2 სექტემბერი 2022 13:43
    2
    გამომწერი რონალდუს მაგაზე ათჯერ მეტი ყავს, მაგრამ გუშინ კი ვნახეთ რო სირბილიც აღარ შეუძლია მცველი უკნიდან დაეწია, მაშინ როცა გვერდს რო აუვლიდა ის მცველიც კი ვერ ეწეოდა. და ეს მოედანზე 10 წუთის შემოსული იყო. დარტყმაზე ლაპარკიც ზედმეტია. კარისკენ დაარტყა და ბურთი აუტში აღმოჩნდა
    საიტის ლეგენდა  [?]
    #2 2 სექტემბერი 2022 13:19
    0
    მოდაო... მაგის გამო აიკიდა ბალერინას სტატუსი, თანაც თამაშს უკლო და...
    ფანი [?]
    #1 2 სექტემბერი 2022 13:05
    3
    გამომწერი კიარა რამეში თუ ვარგა ეგაა საქმე