სალინასი: "გვარდილამ იცის, როგორ მოუგოს "მანჩესტერს"

სალინასი: "გვარდილამ იცის, როგორ მოუგოს "მანჩესტერს"

კატალონიის "ბარსელონას" ყოფილა ფეხბურთელმა, ხულიო სალინასმა, განაცხადა, რომ მას სჯერა თავისი ყოფილი კლუბის. მისი აზრით, "ლურჯ–ბროწეულისფერები" დაამარცხებენ "წითელ ეშმაკებს" ჩემპიონთა ლიგის ფინალში. იტყობინება გავლენიანი ესპანური გამოცემა "მარკა".

 

სალინასი ძალიან დიდ იმედებს ამყარებს პეპ გვარდიოლაზე: "საქმე იმაში გახლავთ, რომ პეპ გვარდიოლა არის ძალიან ძლიერი მწვრთნელი, იგი მუდამ მოტივაციას მატებს ფეხბურთელებს, რათა უფრო დიდ წარმატებებს მიაღწიონ. ამის გარდა, პეპი ასპარეზობდა "ოცნების გუნდში", ამიტომაც ძალიან დიდი გამოცდილება აქვს ფინალში ასპარეზობისა, განსაკუთრებით კი "უემბლიზე". გუნდი დაკომპლექტებულია შესანიშნავი ფეხბურთელებით, რაც მათი წარმატების საიდუმლო იქნება". დაასრულა ხულიო სალინასმა.

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 0 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.