ლაპორტა: "ბარსელონა" "მანჩესტერზე" უკეთესია"

ს.კ. "ბარსელონას" ექს–პრეზიდენტმა, ჟოან ლაპორტამ, განაცხადა, რომ ჩემპიონთა ლიგის ფინალში, სადაც "ლურჯ–ბროწეულისფერები" უპირისპირდებიან "მანჩესტერ იუნაიტედს", ფავორიტები არიან პეპ გვარდიოლას ბიჭები. იტყობინება გავლენიანი ესპანური გამოცემა "მარკა".
ლაპორტა თვლის, რომ კატალონიელი ფეხბურთელები აჯობებენ ინგლისელებს: "მიუხედავად ჩემი დიდი პატივისცემისა ინგლისური კლუბის მიმართ, უნდა ვთქვა, რომ "ბარსელონა" ბევრად ძლიერი და შეთამაშებული კლუბია, ვიდრე "წითელი ეშმაკუნები". ჩვენი ფეხბურთელების ინდივიდუალური ოსტატობა კი ხელს შეუწყობს "ბარსას" წარმატების მიღწევაში. მესმის, რომ ფინალში ყველაფერი შესაძლებელია, თუმცა მე მჯერა "ბარსელონას" გამარჯვების". დაასრულა ჟოან ლაპორტამ.
მსგავსი სიახლეები
გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში
ინფორმაცია
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 0 ]