ბარსელონას ფეხბურთელების გაშვება აუცილებლად სჭირდება

ჟერარ რომეროს ინფორმაციით, რამდენიმე საათის წინ ჟორჟე მენდეშის ფინანსური მრჩეველი ბარსელონაში იმყოფებოდა, დილით კი მანჩესტერში გაფრინდა.
ამავე წყაროს თქმით, ფეხბურთელების გაშვების გარეშე, "ბარსელონასთვის" ტრანსფერების განხორციელება თითქმის შეუძლებელი იქნება. შესაბამისად, ბერნარდუ სილვას შესაძენად, აუცილებელია, რომ კატალინიელებმა არასაჭირო მოთამაშეები გაუშვან.
რამდენიმე ფეხბურთელმა გუნდი უკვე დატოვა, ახლა კი რიგში მემფის დეპაი, პიერ-ემერიკ ობამეიანგი და მარტინ ბრეითუეიტი არიან.
რომეროს ცნობით, იმისთვის, რომ ბერნარდუს მოყვანა შესაძლებელი გახდეს, ობამეიანგისა და ბრეითუეიტის წასვლა და ფრენკი დე იონგის ხელფასის შემცირებაა საჭირო. თუ ეს მოხდება, "ბარსას" ყველაფერი მზად აქვს.
მსგავსი სიახლეები
გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში
ინფორმაცია
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 12 ]