ჩავი: ვის არ მოსწონს ბერნარდუ სილვა?

"ბარსელონასა" და "მანჩესტერ სიტის" შორის გუშინ გამართული საქველმოქმედო თამაშის შემდეგ ბერნარდუ სილვას ტრანსფერზე კომენტარი პეპ გვარდიოლას გარდა ჩავი ერნანდესმაც გააკეთა.
ვის არ მოსწონს ბერნარდუ სილვა? თუმცა ასევეა დე ბრუინის, ჰოლანდისა და სხვების შემთხვევაში. "სიტის" შესანიშნავი გუნდი ჰყავს.
სილვასთან დაკავშირებით სიახლე არაფერია. ის პეპისა და "სიტისთვის" მნიშვნელოვანი ფეხბურთელია. დიახ, მე ის მომწონს როგორც ფეხბურთელი, რადგან მისი მსგავსი მოთამაშე ბევრი არაა. თუმცა ყველაფერი "სიტიზეა" დამოკიდებული.
ჩავიმ კომენტარი მეტოქის თამაშზეც გააკეთა:
"სიტიმ" ჩემზე კარგი შთაბეჭდილება დატოვა. მეტოქემ ბურთი არაერთხელ მოგვპარა. თამაშის არაერთ ეტაპზე "სიტი" სერიოზულ პრობლემებს გვიქმნიდა.
პეპს ვიცნობ, მასთან ერთად მიმუშავია, ვიცი მისი მოთხოვნის ხარისხი და რაც ვნახე, არ გამკვირვებია.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 18 ]