დეპაიმ გამოსამშვიდობებელი ვიდეო ჩაწერა

დეპაიმ გამოსამშვიდობებელი ვიდეო ჩაწერა

El Chiringuito-ს ინფორმაციით, მემფის დეპაიმ დღეს "ბარსელონასთან" დასამშვიდობებელი ვიდეომიმართვა ჩაწერა. გადაღების პროცესს  რამდენიმე გულშემატკივარი შეესწრო, რომლებმაც ნიდერლანდელ ფეხბურთელს მადლობა გადაუხადეს.

ბოლო დროს გავრცელებული ცნობებით, არსებობს შანსი, რომ დეპაი "იუვენტუსის" მაისურით ვიხილოთ, თუმცა, ტრანსფერის განხორციელება ნელ-ნელა რთულდება.

28 წლის შემტევის გადაბირებით "მანჩესტერ იუნაიტედიც" ინტერესდება და არ არის გამორიცხული, რომ "ბებერ ქალბატონთან" მოლაპარაკებების ჩაშლის შემთხვევაში, ის "წითელი ეშმაკების" რიგებში ვიხილოთ.

დეპაი "ბარსელონაში" გასულ წელს, "ლიონიდან" გადმობარგდა. მან "ბლაუგრანას" მაისურით 12 გოლის გატანა შეძლო.

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 4 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
    ფანი [?]
    #4 24 აგვისტო 2022 23:01
    0
    Ალბათ ფატის განიხილავენ ლევანას რეზერვისტად და ორივეს მაგიტომ ყიდიან
    საიტის ლეგენდა  [?]
    #3 24 აგვისტო 2022 17:27
    2
    ანუ ორივერ აუბასაც და დეპაის ვუშვებთ? და რატო? ძლიერი სკამია საჭირო და შუა სეზონში ვინმე რომ დაგვეტრამვოს მერე მოგვიწევს გავის ვინგერად ან აკადემიის ხალხის თამაში🤦‍♂️
    საიტის ლეგენდა  [?]
    #2 24 აგვისტო 2022 15:56
    2
    ციტატა: Kun agüeroooo
    ეს გაყიდონ და ობა დარჩეს ობა კლასნიააა თან ფლანგზეც და ცენტრშიც კარგად თამაშობს

    აშკარად ობა ამაზე მეტად გვჭირდება და ჩავის სიტყვები რო ლუკ დე იონგის დონის ფეხბურთელზე ფიქრობსო, სწორედ ეს არის. გამოდის და გააქვს, თავითაც მშვენივრად თამაშობს.
    გულშემატკივარი [?]
    #1 24 აგვისტო 2022 13:25
    5
    ეს გაყიდონ და ობა დარჩეს ობა კლასნიააა თან ფლანგზეც და ცენტრშიც კარგად თამაშობს