ჩავიმ, შესაძლოა, ლუკ დე იონგის ტიპის თავდამსხმელზე იფიქროს

ჩავიმ, შესაძლოა, ლუკ დე იონგის ტიპის თავდამსხმელზე იფიქროს

Sport-ის ინფორმაციით, თუ "ბარსელონას" პიერ-ემერიკ ობამეიანგი და მემფის დეპაი დატოვებენ, ჩავი ერნანდესმა, შესაძლოა, ცენტრალური თავდამსხმელის დამატებაზე იფიქროს.

წყაროს ცნობით, ჩავის ლუკ დე იონგის ტიპის, სათადარიგო თავდამსხმელი სჭირდება, რომელსაც ცვლილებაზე გამოსვლის შემდეგ გოლების გატანა შეეძლება და ძალიან პროფესიონალი იქნება.

კატალონიური პრესის თქმით, "ბარსას" რამდენიმე თავისუფალი აგენტი - ანდრეა ბელოტი, ედინსონ კავანი და ადნან იანუზაი შესთავაზეს, მაგრამ ეს უკანასკნელი გარემარბია.

მიუხედავად იმისა, რომ მემფის დეპაის "იუვენტუსში" ტრანსფერი ჩაშლასთან ძალიან ახლოსაა, თითქოს გადაწყვეტილია, რომ ნიდერლანდელი "ბლაუგრანას" დატოვებს. ობამეიანგი კი "ჩელსიში" გადასვლას უახლოვდება. 

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 11 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
    საიტის ლეგენდა  [?]
    #11 24 აგვისტო 2022 16:58
    1
    კი მაგრამ, ობამეანგი დე იონგზე ნაკლებია? სად უშვებენ მაშინ? 18 მილიონად ამას გაუშვებენ და რამდენად მოიყვანენ ლუკ დე იონგის დონის მოთამაშეს?
    წევრი [?]
    #10 24 აგვისტო 2022 09:26
    1
    თუ ეგეთი გინდოდა ხო გყავდა რაღას უშვებდი
    Culé [?]
    #9 24 აგვისტო 2022 06:58
    2
    ბელოტი მაგ ჭკუაზეა სკამი ხეხოს 28 წლის ასაკში, მაგიტომ წავიდა ტორინოდან,სად იანუზაი და სად ლუკ დე იონგი.
    --------------------
    "მე ბედნიერი ვარ რომ ვთამაშობდი ისე როგორც ლეო მესი"
    დიეგო არმანდო მარადონა
    საიტის ლეგენდა  [?]
    #8 24 აგვისტო 2022 03:05
    0
    კაროჩე რა თემაა: ჩემი აზრით დეპაი და ობა წასულები არიან რაც არ უნდა გვეწყინოს თან კუნდეს დაარეგისტრირებენ მაგით და ეგ იქნება... ფერანში ტყუილად არ გადაიხდიდნენ 55+$-ს უეჭველი გათვალისწინებული ყავთ და თან როგორც ჩანს იმედებს ამყარებენ მასზე. ლევანა ასწავლის გოლების გატანას სავარაუდოდ და ეგ ჩაანაცვლებს ხოლმე. აქვე არ დაგვავიწყდეს ფატი, რომელსაც სამივე პოზიციაზე შეუძლია თამაში.. იტოგში კონკურენცია ყველა ვარიანტში იქნება რა შეტევაში, მაგრამ ერთი მარჯვენა ფლანგელი მცველი უეჭველი გვჭირდება...
    ვნახოთ რა მოხდება ჯერ წინ ერთი კვირაა სატრანსფერო ფანჯრის დახურვამდე.
    ფანი [?]
    #7 24 აგვისტო 2022 01:58
    0
    კავანიზე ვალენსია ჩალიჩობს და ორივე თუ წავა რაც იმედია არ მოხდება, ბელოტი არაა ცუდი ვარიანტი
    ფანი [?]
    #6 24 აგვისტო 2022 00:07
    4
    მწყერებისა და პეპლების ფრენები დაეწყოოთ...
    ისე ჯოკერამ შეგვაყვარა თავი, თავის ლუკური თავით რამდენჯერ გადაგვარჩინა
    მარა ლუკს თუ გამოიყვან ბოლო 10 წუთით ადრე.
    საიტის ლეგენდა  [?]
    #5 24 აგვისტო 2022 00:07
    0
    კაი რა სისულელეა, ჯობია დეპაი დატოვონ და რო რამე იყოს გამოიყვანონ, სადაც ლევაა გუნდში მაგისი საჭიროება არცაა რომ ეგეთი ფორვარდი გვყავდეს
    ფანი [?]
    #4 24 აგვისტო 2022 00:00
    1
    Ამათ იქ აქვთ და გარეთ ეძებენ. Ამდენი შემტევია კლუბში, ლევანამაც დაიწყო გოლების გატანა, სამაგიეროდ დაცვის მარჯვენა ფლანგი არ გვყავს და ესენი ფორვარდს ეძებენ
    გულშემატკივარი [?]
    #3 23 აგვისტო 2022 23:41
    1
    ეჰჰჰჰ ლუკ დე გოათ რა კაცი წავიდა რა კაციი
    ფანი [?]
    #2 23 აგვისტო 2022 22:23
    8
    შიგააქვთ ამათ, მოდი და ნუ აგინებ ახლა, ან მაგარი დაბოლილი უნდა იყო რომ პოზიტიურად შეხედო, ლევანდოვსკი თუ ვერ იტქნს გოლს იქ დეიონგის მსგავსი გაიტანს?🤦🏻‍♂️🤦🏻‍♂️ ობამა დაიტოვონ ან დეპაი და იქბება რეზერვში როტაციისთვის განსხვავებული ტიპის ფორვარდი. როცა შეიძლებოდა ნეიმარის და ვლაჰოვიჩის ან ნუნიესის ყიდვა ამათმა რაფინიაში და ტორესში გადაყარეს ფული, გუნდში 10 თავდამსხმელია და კიდე ფორვარდს ეძებენ, ამდ როს მარჯვენა მცველი არ გვყავს, არაუხოს აფუჭებენ ფლანგზე თან ვერ თამაშობს, რო გამოდიოდეს კიდე ჯანდაბას, წესიერი შემტევი ნახევარმცველიც არგვყავს.
    საიტის ლეგენდა  [?]
    #1 23 აგვისტო 2022 22:15
    10
    მაშინ რაღას უშვებდით ლუკს თქვე დალოცვილებო