მნიშვნელოვანი საათები დეპაისა და ობამეიანგისთვის

მემფის დეპაისა და პიერ-ემერიკ ობამეიანგის მომავალი მალე გაირკვევა.
ფაბრიციო რომანოს ინფორმაციით, მომდევნო საათები "ბარსელონას" ფეხბურთელების საკითხის გადაწყვეტისთვის მნიშვნელოვანი იქნება.
გაბონელი თავდამსხმელი "ჩელსის" სამიზნეა. მხარეებს შორის შეთანხმება მიღწეულია, ახლა მოლაპარაკება კლუბებს შორის სატრანსფერო ფასზე მიმდინარეობს. "ბარსას" €30 მილიონის მიღება სურს.
რაც შეეხება ნიდერლანდელს, იგი, მზადაა "ბარსელონასთან" კონტრაქტი გაწყვიტოს, მაგრამ ჯერ "იუვენტუსის" საბოლოო პასუხს ელოდება. ბოლო მომენტში მხარეები ხელფასის საკითხზე ვერ შეთანხმდნენ. "იუვე" არკადიუშ მილიკის ვარიანტსაც განიხილავს, თუმცა პრიორიტეტი მემფისია.
ტეგები
მსგავსი სიახლეები
გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში
ინფორმაცია
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 7 ]