ჩავის ხელში ბარსელონა გასვლაზე კვლავ დაუმარცხებელია

ჩავის ხელში ბარსელონა გასვლაზე კვლავ დაუმარცხებელია

გუშინ "ბარსელონამ" სტუმრად, "ანოეტაზე" სან სებასტიანის "რეალ სოსიედადი" 4-1 დაამარცხა - გოლები რობერტ ლევანდოვსკიმ (2), უსმან დემბელემ და ანსუ ფატიმ გაიტანეს.

Sport-ის ინფორმაციიით, ჩავის ხელმძღვანელობით, ლა ლიგის გასვლით მატჩებში კატალონიური კლუბი უკვე 15 მატჩია, არ მარცხდება - ამ შეხვედრებში "ბარსამ" აქტივში 10 მოგება და 5 ფრე ჩაიწერა და გოლის გატანა ყველა მათგანში მოახერხა.

ჩავის გვარდიოლას რეკორდის (რომელიც პრიმერა დივიზიონი ისტორიაში საუკეთესოა) დამხობამდე 5 გასვლითი დაპირისპირების მოგება აშორებს. 

საპირისპიროდ, სახლში ჩატარებულ მატჩებში "ბარსელონა" ასეთი შთამბეჭდავი არ იყო და, იმედი ვიქონიოთ, რომ ესეც მალე გამოსწორდება.

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 8 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
    ფანი [?]
    #8 23 აგვისტო 2022 17:46
    0
    Ჩავი თუ გვარდიოლას რეკორდს მოხსნის ძაან მაგარი იქნება, ცოტა კი მეეჭვება მაგრამ ვნახოთ, კალენდარი რთულია...
    საიტის ლეგენდა  [?]
    #7 23 აგვისტო 2022 11:11
    0
    მიდი ჩავი, პეპის რეკორდებს შეუტიე, მოგვენატრა მოგებები.
    გულშემატკივარი [?]
    #6 22 აგვისტო 2022 23:56
    0
    სევილია, კადისი, მალიორკა, რეალი, ვალენსია - უჰ, არ იქნება მარტივი იმ რეკორდის დამხობა, მარა ობიექტურად შეგვიძლია, ოღონდ პედრი-გავის ცენტრის და მარჯვენა მცველი არაუხოს გარეშე რაა, და შეთამაშებაც გვინდა
    გულშემატკივარი [?]
    #5 22 აგვისტო 2022 21:56
    0
    რაც შეეხება ფანებს, ნამდვილად არ რის საქმე კარგად. ვინც ახლოს არის კამპ ნოუსთან და ხშირად შეუძლია დასწრება მატჩებზე, ზედმეტად პასიურია. ვისაც მუდმივი აბინემენტი გააჩნია, აფგილებს ყიდის მეტოქის ქომაგებზე (აქ ავღნიშნავ, რომ ეს ყველას არ ეხება და პატიოსან ქომაგებს ვთხოვ თავის თავზე არ მიიღონ). სტდიონი ისედაც გაჭედილია ტურისტებით და ერთჯერადი მაყურებლით, ხანდახან ისეთი სიწყნარეა, მუზეუმს შეშურდება. ვინც კიდევ ახლოს ვერ მიდის სტადიონთან, რს უნდა ქნას, იწერება კომენტარბი და არავის ესმის ბარსაში მათი აზრი, რომ იტყვიან გულის მოსაფხანად. აქვე ავღნიშნავ, რომ ამ არაფრის მაქნის კომენტარებს შორისაც კი, ძალიან ბევრია გაჟღენთილი ღვარძლით, ნეგატივით და კრიტიკით . მე ვფიქრობ, არ არის სწორი ლივრპულის და ბარსას ქომაგების შედარება. ასე ვხედავ რომ ბარსას ქომაგები ვერასოდეს გახდებიან ლივერპულის ქომაგების მსგავსნი, რომლებიც იწყებენ მატჩამდე 2 საათით ადრე და ამთავრებენ მატჩის დასრულებიდან ორი საათის შემდეგ. ყველა აფრილებს დროშებს და ერთხმად გაიძახიან -შენ არა ხარ მარტო!!! კამპ ნოუზე კი, როცა ბარსას ჰიმნი სრულდება, ძალიან ბევრი ყიჟინას დაკრავს კი არა, არც იცის რა მელოდია ჟღერს. ინტენსიურად მიმდინარობს ჰამბურგერების შთანთქნა. ეს მე ტელევიზირშიც მინახავს და კამპ ნოუზეც....
    [?]
    #4 22 აგვისტო 2022 17:00
    2
    ციტატა: EL MAESTRO 6
    არადა სახლში უკეთ უნდა ვთამაშობდეთ წესით, მაგრამ პირიქითაა, რატო ვერ ვხვდები, 15 წაუგებელი თამაში გასვლაზე კარგი შედეგია

    ფანები არ გვივარგა და მიტო. სად ლივეს ან თუნდაც რეალის ფანები სტადიონს რო ანგრევენ გაჭირვების ჟამს, გუნდს მოგებას და სირბილს აიძულებენ, შთააგონებენ. ესენი კიდე აბონიმენტებს ყიდიან და მეტოქეს უთმობენ, ნახევარი ტურისტია. ეს ის ხალხია ბართომეუს რეჟიმი რო არ გააპროტესტეს. მესის წასვლისას რო 5 კაცი გამოვიდა ქუჩაში. უფანო და უპატრონო გუნდია მაგ მხრივ.
    Culé [?]
    #3 22 აგვისტო 2022 15:27
    1
    პარადოქსი, სახლში ვერ ვიგებთ, გასვლაზე ვიგებთ
    --------------------
    "They won't remember the trophies we won, they will remember the way we played" - Pep Guardiola.
    Culé [?]
    #2 22 აგვისტო 2022 15:16
    3
    ეგრე სულშერის მანჩესტერიც დაუმარცხებელი იყო გასვლაზე მარა ჩემი ფეხები. გუშინ ფატი რომ არა მშვიდად მორჩებიდა 1-1. გუნდს შეთამაშება უნდა ძალიან.
    საიტის ლეგენდა  [?]
    #1 22 აგვისტო 2022 15:15
    2
    არადა სახლში უკეთ უნდა ვთამაშობდეთ წესით, მაგრამ პირიქითაა, რატო ვერ ვხვდები, 15 წაუგებელი თამაში გასვლაზე კარგი შედეგია