ბარსელონა-მანჩესტერ სიტი - როგორ ვუყუროთ?

ბარსელონა-მანჩესტერ სიტი - როგორ ვუყუროთ?

დღეს, 23:30 საათზე "ბარსელონა" და "მანჩესტერ სიტი" ერთმანეთს საქველმოქმედო მატჩში დაუპირისპირდებიან. შეხვედრა "კამპ ნოუზე" გაიმართება.

ქართული არხები შეხვედრას არ გვიჩვენებენ.

თამაშის მაღალ ხარისხში პრობლემების გარეშე ყურება შეგიძლიათ "ბარსელონას" ონლაინ პლატფორმაზე Barca TV+. ეს სერვისი ფასიანია და წელიწადში 15 ევრო ღირს. Barca TV Plus-ის შეძენა.

უცხოური არხები

მათთვის, ვისაც სატელიტური თეფში, ან ისეთი მიმღები აქვს, რომელიც ბევრ უცხოურ არხს აჩვენებს, გთავაზობთ არხების ჩამონათვალს, რომელიც თამაშს აჩვენებს:

DAZN (ავსტრია), ESPN Brasil (ბრაზილია), MAX Sport 4 (ბულგარეთი), Arena Sport 5 (ხორვატია), TV3 Sport (ესტონეთი), OneFootball Deutschland, Sportdigital, DAZN (გერმანია), TV3 Sport (ლატვია), TV3 Sport (ლიეტუვა), Ziggo Select, Ziggo Sport 14 (ნიდერლანდები), S Sport+ (თურქეთი), Arena Premium 2 (სერბეთი), TV3 (ესპანეთი), MEGOGO Football 3 (უკრაინა).

Livetv.ge

იმ შემთხვევაში, თუ ჩამოთვლილი არხებიდან არცერთი გაქვთ, თქვენთვის ბევრი საყურებელი ლინკი დაიდება საიტზე Livetv.ge.

საიტზე შესვლის შემდეგ აირჩიეთ სასურველი თამაში, რის შემდეგაც ნახავთ ლინკების ჩამონათვალს. სასურველი ლინკის არჩევის შემდეგ გადახვალთ გვერდზე, სადაც თამაშის ყურებაა შესაძლებელი.

კომპიუტერით ყურების შემთხვევაში თამაში ჩაირთვება ავტომატურად, მაგრამ უხმოდ. ხმის ჩასართავად საჭიროა, მარცხენა ზედა კუთხეში დააჭიროთ CLICK HERE TO UNMUTE. ამის შემდეგ ახალ გვერდზე გაიხსნება რეკლამა, რომელიც შეგიძლიათ, მაშინვე დახუროთ. ამ პროცედურის გავლა, შესაძლოა, დაგჭირდეთ რამდენჯერმე, რის შემდეგაც ხმაც ჩაირთვება.

მობილურით ყურების შემთხვევაში, შესაძლოა, ამოგიგდოთ ინფორმაცია VPN-ის შესახებ. ეს უბრალო რეკლამაა და საჭიროა, ეს გვერდი გათიშოთ. ამ პროცედურის გავლა, შესაძლოა, დაგჭირდეთ რამდენჯერმე, რის შემდეგაც თამაში ჩაირთვება.

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 3 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
    ფანი [?]
    #3 24 აგვისტო 2022 23:25
    0
    nika 54,
    Mand fasiania xo ?
    საიტის ლეგენდა  [?]
    #2 24 აგვისტო 2022 16:05
    0
    დღეს დავტესტავ ბარსატვ+ როგორ მაყურებინებს, დავრეგისტრირდი როგორც იქნა. და ისე კი მაინტერესებს ბარსას ყველა თამაშს აჩვენებენ? ვინმემ თუ იცით, ან ლიგის თამაშებსაც თუ აჩვენებენ.
    გულშემატკივარი [?]
    #1 24 აგვისტო 2022 13:07
    1
    Odesme vegirsot qartul arxebze aset tamashebs