მორიგი აზრთა სხვადასხვაობა ბარსაში - რომელი ფლანგი უნდა გაძლიერდეს?

მორიგი აზრთა სხვადასხვაობა ბარსაში - რომელი ფლანგი უნდა გაძლიერდეს?

"ბარსელონა" მიმდინარე თვის ბოლომდე განაპირა მცველის დამატებას გეგმავს, მაგრამ რომელ პოზიციას გააძლიერებს კატალონიური კლუბი - მარჯვენა მცველის თუ მარცხენის?

Sport-ის ცნობით "ბარსაში" ამ საკითხზე აზრთა სხვადასხვაობაა. "ბლაუგრანაში" ხვდებიან, რომ დიდი შანსია, ორივე პოზიციის გაძლიერება ვერ მოხერხდეს, რადგან ბაზარზე იაფი მარჯვენა მცველი არაა. ხოლო როდესაც საქმე არჩევანზე მიდგება, სამწვრთნელო შტაბი და სპორტული დეპარტამენტი ერთ აზრზეა, ხოლო კლუბის ხელმძღვანელობა - მეორეზე.

კატალონიური წყაროს ინფორმაციით ჩავისა და სპორტულ დეპარტამენტს სურთ, რომ კლუბმა სერჟინიო დესტი გაყიდოს, სანაცვლოდ კი დაცვის მარჯვენა ფლანგი გააძლიეროს. ასეთ შემთხვევაში გუნდი უფრო კარგად იქნება დაკომპლექტებული. ხელმძღვანელობა კი აქცენტს მარცხენა ფლანგის გაძლიერებასა და მარკოს ალონსოს დამატებაზე აკეთებს.

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 14 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
    საიტის ლეგენდა  [?]
    #14 23 აგვისტო 2022 12:02
    0
    მარჯვენა, მარჯვენააა!!! ამათ მარჯვენა და მარცხენა არ იციან?
    ფანი [?]
    #13 20 აგვისტო 2022 23:19
    0
    ბალდე კაია, დაანაბე მაგ ფლანგს თავი. ბიძია იქით დესტის ადგილი დაგრჩა საჩალიჩო
    Culé [?]
    #12 20 აგვისტო 2022 23:09
    0
    ანუ ჩავის დიდად ალონსო არ სურს და ბალდეს ენდობა, ხელმძღვანელობას ალონსო სურსო და ჩავის აზრს არ ითვალისწინებენ რომ მარჯვნივაა პრობლემა და არა მარცხნივ, ხელმძღვანელობა ისე გამოდის ფულს აკეთებს თუ ათეთრებს ამ ბერკეტებით ნაშოვნ მილიონებს გათეთრება ხო უნდა ამათი რაა
    ფანი [?]
    #11 20 აგვისტო 2022 19:11
    0
    Აუ დატოვონ მარცხნივ ბალდე და ალბა ასე ძნელია? Აუცილებლად მკვდარი ალონსო უნდა მოიყვანონ? Ეგ არის მარცხენა ფლანგის გაძლიერება? Მარჯვნივ აუცილებლად არაუხო უნდა აწვალონ? Და ცენტრში ისევ შავი ხვრელი უნდა იყოს?
    საიტის ლეგენდა  [?]
    #10 20 აგვისტო 2022 16:02
    0
    საუკეთესო ვარიანტი აქვს ბალდეს ბოლომდე გასატესტად აგერ ბატონო გასვლაზე რთული თამაში " ანოეტაზე " სოსიედადთან ხომ თქვა ალბა ძირითადში არ იქნებაო ჰოდა ნახოს და გააკეთოს მერე დასკვნები ამ სიტუაციაში რასაკვირველია მარჯვენა მცველი უფრო გვჭირდება ოღონდ არა ფოიტი მუნიე და მითუმეტეს ბელერინი ას მილიონიან ბერნარდოს რომ მიაკვდნენ ჯერ ფლანგის მცველების პრობლემა მოაგვარონ
    საიტის ლეგენდა  [?]
    #9 20 აგვისტო 2022 14:46
    0
    მგონია, რომ ალონსო ითამაშებს და ალბას ჯადო მოიხსნება, მერე რაღაც იქნება, ეგ რომ წავა
    Culé [?]
    #8 20 აგვისტო 2022 14:21
    2
    რადუნდა მაგას ბევრი ბაზარი რო მარჯვენა ფლანგს უფრო სჭირდება გაძლიერებ მარცხნივ ალბაა ბოლობოლო ბალდეს მისცენ მეტი სათამასო დრო და დესტსაც შეუძლია მაგ ფლანგზე თამაში (თუარ გაყიდეს) ხოლო მარჯვივ ერთი ნორმალური კაციც კი არ გვყავს და უეჭველი მოსაყვანია ტოპი და მანდ არაუხოს დაყენებას ისევ დესტი იდგეს ჯობია გამწვავება და მოტყუება შეუძლია მაინც
    --------------------
    კულე სამუდამოდ
    ფანი [?]
    #7 20 აგვისტო 2022 14:08
    3
    ბალდეს მიეცით დრო და სულ არ იქნება საჭირო მარცხნივ არავინ. მარჯვნივ დესტს თუ უშვებთ ვინმე პერსპექტიული ახალგაზრდა მარჯვენა მცველი და ეგაა, ოღონდ სემედუსავით არ გააფუჭებენ იმედია, ჩავის წინამორბედეს რო შე*ეცი თორე სემედუ ახლაც ძირითადში იქნებოდა
    საიტის ლეგენდა  [?]
    #6 20 აგვისტო 2022 14:06
    0
    მარჯვენა მცველი გვინდა აუცილებლად, კარგია რომ არაუხოს თამაში არ უნდა მთელი სეზონი მანდ
    საიტის ლეგენდა  [?]
    #5 20 აგვისტო 2022 14:03
    2
    ხოდა შევთხარე ლაპორტა ალემანის დუეტს ალბა ხო გყავს მარჯვნივ კიდე არავინ არა გვყავს. ხავიც დედალი გამოდგა როგორც ჩანს არ გამოვრიცხავ ამას მიეწერა და დამატებულებიდან ვაფშე არავინ უნდოდა. ალვეშისა არ იყოს ვეღარ იუარა დესტსაც წაართვა დრო და გააფუჭა ჯერ იგრე რა იყო. მერე ალვეშსაც რო ვერ ენდო რადგან რეალურად საწყისი ნახევარი საათი იყო ტიპი. მერე არაუხო აწვალა ფლანგზე მნიშვნელოვან და გადამწყვეტ მატჩებში უთამაშებელ დესტს ვეღარ ენდო ვერც პაპაჩემის ტოლა ალვეშს
    Culé [?]
    #4 20 აგვისტო 2022 14:00
    1
    ბალდეზე აკეთებს აქწენტს გამოდის ხავი. მივესალმებით. აი ლაპორტ ნუ აათამაშებ გოთს და ნუ გადაუხვევ იმას რო მწვრთნელის სურვილის მიხედვით უნდა მოიყვანოთ იგროკები. უნდა მარჯვნივ მცველი? ნუ მოუყვან მარცხენას! ასე ძნელია მარჯვენა მარცხენას გარჩევა თქვეჩემა? თუ ეჯინებით ხავის?
    ფანი [?]
    #3 20 აგვისტო 2022 13:49
    2
    ხავი მიაწექი შენსას
    ჯერ ალონსოს გაძლიერებული ფლანგი არ გაიშვას სადმე მაგან ვინ უნდა გააძლიეროს 😀
    ჩელსის ერთი სულიაქ როდის მოიშორებს ტიპს
    ჯობია ბალდეს მისცენ დრო მშვენიერი ბიჭია
    საიტის ლეგენდა  [?]
    #2 20 აგვისტო 2022 13:34
    2
    ხელმძღვანელობა ატრაკებს უკვე.მარცხნივ იდგეს ის ციყვი და ბალდე იქნება შემცვლელი არაუშავს.მარჯვენა მცველი კიდე აუცილებელია ოღონდა არა ფოიტი.რატომ უნდა იცოდვილოს საწყალმა არაუხომ მარჯვნივ,როცა კუნდეს და მაგ ცხოველს შეუძლიათ საუკეთესო დაცვის დუო გახდეს და გაუვალი კედელი გვყავდეს.
    --------------------
    The Catalan Kings Lead In Madrid
    [?]
    #1 20 აგვისტო 2022 13:30
    0
    დესტი თუ გაიყიდა მოვიდეს ბელერინი იჯარით. ფული არ დაჯდება. მარცხენა მცველი კიდე იყიდონ დესტის ფულით. თან თუ ობა და დეპაიც მიდიან. და თუ ამდენი ხალხის წასვლა ამათ დასარწგიტრირებლად საკმარისი არაა რაღას ათამაშეს ერთი ადგილი და მოიყვანეს ამდენი ხალხი