ფაბრიციო რომანო დეპაისა და ობამეიანგის შესაძლო ტრანსფერებთან დაკავშირებით

ერთ-ერთი ყველაზე სანდო ჟურნალისტი ფაბრიციო რომანო მემფის დეპაისა და პიერ-ემერიკ ობამეიანგის "ბარსელონადან" სავარაუდო წასვლასთან დაკავშირებით ინფორმაციას ავრცელებს.
იტალიელი ჟურნალისტის ცნობით, "იუვენტუსი" დღეს ტრანსფერის დასრულების თაობაზე დეპაის წარმომადგენლებს დაუკავშირდება. მხარეებს შორის სრული შეთანხმება ჯერ მიღწეული არაა, მაგრამ მოლაპარაკებები მიმდინარეობს. ნიდერლანდელი შემტევი "ბლაუგრანას" უფასოდ დატოვებს.
ასევე რომანო იტყობინება, რომ ობამეიანგის "ჩელსიში" მოსალოდნელ გადასვლასთან დაკავშირებით წინ გადამწყვეტი საათები გველოდება. ლონდონური კლუბი "ბარსასა" და გაბონელ თავდამსხმელს უახლოეს საათებში ოფიციალურ შეთავაზებას გაუკეთებს.
ტეგები
მსგავსი სიახლეები
გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში
ინფორმაცია
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 13 ]