ბარსელონას ბერანრდუ სილვას ტრანსფერის სჯერა | ჟერარ რომერო

ბარსელონას ბერანრდუ სილვას ტრანსფერის სჯერა | ჟერარ რომერო

ერთი კვირის წინ ბერნარდუ სილვას ტრანსფერთან დაკავშირებით იმედიანად ვიყავით განწყობილნი, თუმცა ბოლო დღეებში "ბარსელონას" პოზიციები შესუსტდა. მიუხედავად ამისა, კატალონიურ კლუბს სჯერა, რომ პორტუგალიელის შეძენა კვლავ შესაძლებელია.

ჟერარ რომეროს ინფორმაციით, "ბლაუგრანას" იმედი არ გადაუწურავს - მეტიც, კლუბი მომდევნო კვირაში "მანჩესტერ სიტის" ხელმძღვანელობასთან შეხვედრაზე ფიქრობს. "ბარსას" ტრანსფერისთვის საკმარისი თანხა აქვს, თუმცა პრობლემას ლა ლიგის ფინანსური რეგულაციები ქმნის, რომელთა დასაკმაყოფილებლად ფეხბურთელების გაშვებაა საჭირო.

ბარსელონელი ჟურნალისტის თქმით, ბერნარდუ სილვას პეპ გვარდიოლას ან ჩიკი ბერგისტაინისთვის არ უთქვამს, რომ გუნდში რჩება, რაც ეწინააღმდეგება გავრცელებულ ინფორმაციას, თითქოს 28 წლის ნახევარმცველმა მიმდინარე სეზონში კლუბის შეცვლა გადაიფიქრა. თუ რომეროს ვენდობით, პორტუგალიელს "ბარსაში" გადასვლა კვლავ ძალიან უნდა.


  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 5 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
    საიტის ლეგენდა  [?]
    #5 18 აგვისტო 2022 20:02
    1
    და როდემდე უნდა გაგრძელდეს ეს თამაშები, მშვენიერი გუნდი გვყავს ამას ეხლა კაი მწვრთნელი უნდა, მაგრამ ჩავი მაინც სულ სადღაც დაფრინავს, და რაღაც მიუღწეველზე ოცნებობს. ეს გუნდი რო შარშან გვყოლოდა ლა ლიგა მინიმუმ დაიდებოდა. მართლა ერთ სეზონში უნდა ტრიპლეტის დადება? შეათამაშოს გუნდი წელს და გაისად იქნებ სილვაზე უკეთესი ვინმე შეარჩიოს.
    ფანი [?]
    #4 18 აგვისტო 2022 10:29
    1
    Ფლანგის მცველები რომ არ გვყავს და ბერნარდუ მიგვყავს მგონი უაზრობაა ხო?
    წევრი [?]
    #3 18 აგვისტო 2022 10:25
    0
    კაროჩე კაზემირო მიდის რეალიდან, მაგრად დასუსტდება რეალის ე.წ ,,ბერმუდის სამკუთხედი" და სტაბილურობას დაკარგავს გუნდი და კაი შანსი გვაქ ლა ლიგა დავდოთ.

    პ.ს რეალმა ლა მაისას აღზრდილი ტალანტი იკერ ბრავო დაიმატა გერმანიის რომელიღაც კლუბიდან 17 წლის ტალანტი იცით როგორი ფეღბურთელია ვინმემ?
    საიტის ლეგენდა  [?]
    #2 18 აგვისტო 2022 03:16
    1
    ფლანგის მცველები გვჭირდება, ბერნანდუს ტრანსფერი ერთი იმით იქნება გამართლებული თუ 3-4-3 ზე გადავალთ
    შტეგენი
    არაუხო-კრისტენსენი-კუნდე
    ბერნანდუ-ფრენკი-ბუსკეცი-პედრი
    რაფინია-ლევანა-ფატი
    ეს შემადგენლობა კარგი იქნება, თან ცენტრი ძლიერი იქნება და დაცვაც ძლიერი იქნება, შეტევაში კი ასევე თავზე საყრელად გვყავს ხალხი, მაგრამ თუ 4-3-3 დარჩენას ვაპირებთ სისულელეა ამის მოყვანა როცა აქეთ ბებრი ალბა და იქით ჩინური ალვეში(დესტი) გვყავს
    Culé [?]
    #1 18 აგვისტო 2022 02:25
    1
    ხო ვამბობ კუნდეს თემა მეორდება, ნუ მირეკავ მე თითონ დაგირეკავო რო ჩავრიცხავო ალემანმა უთხრა გვარდის😃