სერხიო ბუსკეტსის მოთხოვნა, რომელიც პრობლემას ქმნის

სერხიო ბუსკეტსის მოთხოვნა, რომელიც პრობლემას ქმნის

"ბარსელონას" კაპიტანი სერხიო ბუსკეტსი თანახმაა, კლუბს ახალწვეულების დარეგისტრირებაში ყველანაირად დაეხმაროს, იქნება ეს ხელფასის შემცირება თუ გადავადება, მაგრამ ვეტერანს ერთი პირობა აქვს და სწორედ ეს ართულებს საქმეს.

ცნობილია, რომ ბუსკეტსი მზადაა, ხელფასი შეიმციროს, ან გადაივადოს. ასე ის კლუბს დაეხმარება, ჯერ ჟიულ კუნდე, შემდეგ კი სხვა ახალწვეულები დაარეგისტრიროს. თუმცა მხარეები მოლაპარაკების ეტაპზე ერთ პრობლემას წააწყდნენ.

ბუსკეტსს "ბარსელონასთან" კონტრაქტი 2023 წლამდე აკავშირებს. იმისათვის, რომ "ბარსამ" ფეხბურთელის ხელფასის გადახდა გადაავადოს, საჭიროა, ხელშეკრულება გახანგრძლივდეს. ბუსკეტსს კი 2023 წელს "ბლაუგრანადან" წასვლა უნდა. ფეხბურთელს სურს კონტრაქტში ჩაიდოს პუნქტი, რომლის თანახმადაც სეზონის ბოლოს მას გუნდის დატოვების უფლება ექნება.

ბუსკეტსის ეს მოთხოვნა პრობლემას ქმნის. იმ შემთხვევაში, თუ ის გუნდს სეზონის ბოლოს თავისუფალი აგენტის სტატუსით დატოვებს, "ბარსას" მისთვის ხელფასის დარჩენილი ნაწილის გადახდა მოუწევს. ასეთ შემთხვევაში კი ლა ლიგა ჩათვლის, რომ 2022/23 წლების სეზონისთვის სერხიოს ხელფასი არ შემცირებულა და "ბარსას" ლა ლიგის ფინანსურ ფეარ ფლეისთან დაკავშირებით ისევ პრობლემები შეექმნება.

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 8 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
    ფანი [?]
    #8 17 აგვისტო 2022 23:26
    0
    Კლუბის გვერდზე რომელშიც ბუსკეტსი თამაშობს, კაზემიროზე მიდის საუბარი... Აი მესმის ირონია
    საიტის ლეგენდა  [?]
    #7 17 აგვისტო 2022 22:59
    1
    ციტატა: totti10
    ციტატა: CHEPE
    კაიფი იქნება კაზემიროც რომ გადავიდეს მანიუში ვარანივით🤣🤣🤣 მერე ნახე შენ რეალი როგორ მოიშლება🤣🤣🤣🤣


    დე იონგი არ მიდის მაგ ... და კაზმეირო წავ ამანდ და ტან მანჩესტერი 50 მილიონს სთავაზობს კაზემიროში რეალს და დე იონგში 85 იხდიან :დ :დ აი ამის მერე ფეხბურთის დედა.... სრული ამსიტყვის მნშვნელობით სადაც 30 წლის კაზემირო ღირს 50 და ის ქერა გლეეე ( კაზესთანშედარებით სუპერ გლეა_ 85 :დ

    ფეხბურთელი იმდენი ღირს რამდენსაც მასში იხდიან. ნუ გახადეთ კაზემირო გენიოსი ერთი მუტრუკია რომელსაც ვირობა კარგად ეხერხება მოედანზე. რეალი განთქმული იყო ასეთების მოპოვებით. რომელი ერთი დავასახელოთ: პეპე თუ რამოსი. ალონსო თუ ხედირა. მარსელო თუ კოენტრაო. ლასარა დიალა თუ ადებაიორი. ახლა კარვახალი ყავს ვირი და ვინისიუსი მაგ გზაზეა ჯერ კიდევ ლაწირაკი. რამოსს ისე აქვს გამჯდარი ვირობა რო პსჟ-ში ვარჯიშზეც კი ამტვრევს უკვე თანაგუნდელ ლეოს.
    Culé [?]
    #6 17 აგვისტო 2022 22:32
    0
    შეიმციროს თუ იმცირებს
    საიტის ლეგენდა  [?]
    #5 17 აგვისტო 2022 22:06
    0
    აი ნერვები აღარ მაქ უკვე, ნიკო არ გაგვეშვა სა ეს ახლავე გაგვეშვა ჯობდა მგონი

    ციტატა: mesi_10
    ერთ რამეში გაგვარკვიეთ რა გასაგებია რო კუნდე ჯერ არ დარეგისტრირებულა დალშე სხვა ახალწვეულებში ვინები იგულისხმება? კუნდეს გარდა ყველა დარეგისტრირებულია და რამე ხომ არ გამოვტოვეთ ნეტაი..

    სხვა ახალწვეულებში ის იგულისხმევა ვინც ჯერ არ მოუყვანით და მალე აპირებენ
    საიტის ლეგენდა  [?]
    #4 17 აგვისტო 2022 21:55
    0
    ერთ რამეში გაგვარკვიეთ რა გასაგებია რო კუნდე ჯერ არ დარეგისტრირებულა დალშე სხვა ახალწვეულებში ვინები იგულისხმება? კუნდეს გარდა ყველა დარეგისტრირებულია და რამე ხომ არ გამოვტოვეთ ნეტაი..
    Culé [?]
    #3 17 აგვისტო 2022 21:33
    0
    ამისაც ალბასიც და ყველა იმისაც ვინც ბოლომდე ცდილობს გამოწოვოს ბარსა
    Culé [?]
    #2 17 აგვისტო 2022 21:22
    0
    ციტატა: CHEPE
    კაიფი იქნება კაზემიროც რომ გადავიდეს მანიუში ვარანივით🤣🤣🤣 მერე ნახე შენ რეალი როგორ მოიშლება🤣🤣🤣🤣


    ვინ ვინ, მაგრამ კაზე ცალტვინა არაა ვარანივით და არ წავა რეალიდან მანიუში. რონალდუც მირბის და ეავი რა საშველი აქვთ მანჩეს.
    Culé [?]
    #1 17 აგვისტო 2022 21:05
    2
    ააააა ტვინი ვეღარ აიტანს ამდენ ხმარებას.ღმერთმა ყველას გამძლეობა მისცეს.
    --------------------
    The Catalan Kings Lead In Madrid