ალექსია პუტელიასი ევროპის სამ საუკეთესო ქალ ფეხბურთელს შორის მოხვდა

ალექსია პუტელიასი ევროპის სამ საუკეთესო ქალ ფეხბურთელს შორის მოხვდა

"ბარსელონას" ქალთა გუნდის კაპიტანი ალექსია პუტელიასი ევროპის საუკეთესო ფეხბურთელის წოდების შენარჩუნებისთვის ბრძოლას განაგრძობს.

UEFA-მ ის 3 ფეხბურთელი დაასახელა, რომლებიც კონტინენტის საუკეთესო ქალი მოთამაშის წოდებისთვის ბრძოლას განაგრძობენ. სამეულში ალექსიას გარდა ბეტ მიდი (არსენალი) და ლენა ოდერფორდი (ვოლფსბურგი) მოხვდნენ.

ალექსიას შესანიშნავი სეზონი ჰქონდა. მან ესპანეთის ჩემპიონატი, თასი და სუპერ თასი მოიგო, ჩემპიონთა ლიგაზე კი ფინალში ითამაშა. პუტელიასი 10 თამაშში გატანილი 11 გოლით ჩემპიონთა ლიგის საუკეთესო ბომბარდირი გახდა. ის ტურნირის საუკეთესო ფეხბურთელადაც დასახელდა. მთელ სეზონში კი 42 შეხვედრაში თავი 34 გოლით გამოიჩინა.

სამწუხაროდ ალექსიას მძიმე ტრავმის გამო ევროპის ჩემპიონატის გამოტოვება მოუხდა, რაც ესპანეთის ნაკრებს დაეტყო კიდეც. ტურნირის ფინალში კი ბეტ მიდის ინგლისმა ლენა ოდერფორდის გერმანია დაამარცხა. ბეტ მიდი ევროპის ჩემპიონატის საუკეთესო ბომბარდირი, ასისტენტი და ფეხბურთელი გახდა.

ევროპის საუკეთესო ქალი ფეხბურთელი 25 აგვისტოს, კაცების ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის წილისყრის დროს გამოვლინდება.

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 3 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
    ფანი [?]
    #3 17 აგვისტო 2022 23:21
    0
    Sam Kerr სად არის ფიფაში მესიზე მაღალი რეიტინგი რომ აქვს
    საიტის ლეგენდა  [?]
    #2 17 აგვისტო 2022 23:03
    0
    იმ ვიღაც ბეტ მედისს ნაკრების ტიტული აქვს და ამით არ ამჯობინონ.
    Culé [?]
    #1 17 აგვისტო 2022 21:40
    2
    ამ სამეულიდან N1 ალესია უმაგრესია ყველანაირად.