რა მდგომარეობაა წამსვლელ ფეხბურთელებთან დაკავშირებით?

რა მდგომარეობაა წამსვლელ ფეხბურთელებთან დაკავშირებით?

ამჟამად "ბარსელონას" მთავარი საზრუნავი ფეხბურთელების გაშვებაა, რათა კლუბმა ლა ლიგის ფინანსური მოთხოვნები დააკმაყოფილოს და მოთამაშეთა შეძენა/დარეგისტრირება მოახერხოს. 

კატალონიელები შვიდი ფეხბურთელის გაშვებაზე მუშაობენ, თუმცა ნაკლები წარმატებით. 

Mundo Deportivo გვთავაზობს ამ მომენტისთვის არსებულ მდგომარეობას აღნიშნული ფეხბურთელების წასვლასთან დაკავშირებით.

პიერ-ემერიკ ობამეიანგი - "ბარსელონა" ერთ-ერთ პირველ წამსვლელად გაბონელს განიხილავს, რადგან მის სანაცვლოდ სოლიდური თანხის მიღება შეუძლია. კლუბი 30 მილიონს ითხოვს. ობამეიანგით "ჩელსი" და "მანჩესტერ იუნაიტედი" ინტერესდებიან. მიუხედავად იმისა, რომ 33 წლის შემტევს დარჩენა სურს, შესაძლოა მან აზრი შეიცვალოს.

სერჟინიო დესტი - ამერიკელმა უკვე იცის, რომ ის ჩავი ერნანდესის გეგმებში არ შედის, რაც "რაიო ვალიეკანოსთან" განაცხადს მიღმა დატოვებამაც დაადასტურა, თუმცა ახალგაზრდა უკანახაზელს დარჩენა სურს და საკუთარ თავზე მუშაობას განაგრძობს. მიუხედავად ამისა, "ბარსა" დესტის გაშვებასა და ახალი მარჯვენა მცველის მოყვანას ცდილობს. ამერიკელით რამდენიმე გრანდი ინტერესდება.

მემფის დეპაი - ნიდერლანდელის "იუვენტუსში" ტრანსფერი ფაქტობრივად გადაწყვეტილია. სხვა კლუბი არც განიხილება. "ბარსელონა" მას უფასოდ შეელევა.

სამუელ უმტიტი - უმტიტის სურს, საკუთარი შესაძლებლობები კიდევ ერთხელ დაამტკიცოს, რის გამოც ახალ კლუბს ეძებს, თუმცა ჯერ-ჯერობით ტრანსფერის პერსპექტივა ბუნდოვანია. მის მიმართ ინტერესი "ლიონმა", "რენმა" და "ოლიმპიაკოსმა" გამოხატეს, მაგრამ შეთავაზება არ გაუკეთებიათ. "ბარსელონა" იმედოვნებს, რომ ფრანგი სატრანსფერო ფანჯრის ბოლომდე გუნდს დატოვებს.

ფრენკი დე იონგი - თუ "ბარსას" ბერნარდუ სილვას შეძენა სურს, დე იონგის გაყიდვა აუცილებლად მოუწევს, რატა "სიტის" მოთხოვნილი 100 მილიონის გადახდა შეძლოს. ნიდერლანდელი "ჩელსისა" და "მანჩესტერ იუნაიტედს" სურთ, თუმცა ფეხბურთელს "ოლდ ტრაფორდზე" გადაბარგება არ სურს, ამიტომ უფრო დიდი შანსია, მან კარიერა ლონდონურ გუნდში განაგრძოს.

მარტინ ბრეითუეიტი - დანიელს "ბარსასთან" 2024 წლამდე არსებული კონტრაქტის ამოწურვა სურს და კლუბის დატოვებაზე უარს ამბობს, რის გამოც კატალონიელები მოთმინებას კარგავენ, რამაც შესაძლოა რადიკალური ნაბიჯი გამოიწვიოს. 31 წლის თავდამსხმელის შეძენა ლა ლიგისა და სერია A-ს კლუბებს სურთ. "ბარსელონას" სჯერა, რომ მარტინი საბოლოოდ კლუბს დატოვებს.

აბდე ეზალზული - აბდეს წასვლა იმაზეა დამოკიდებული, თუ როგორ განვითარდება მოვლენები სატრანსფერო ფანჯრის ბოლო დღეებში. ეზალზულის შეძენა "ჟირონას" სურს, რომელიც "ბარსას" პასუხს უცდის. შესაძლოა, კატალონიელებმა 20 წლის შემტევი ერთ-ერთ ტრანსფერში ჩართონ.

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 8 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
    საიტის ლეგენდა  [?]
    #8 17 აგვისტო 2022 23:29
    0
    ციტატა: Fc Barca Batumi
    ობამას, ფრენკის და დეპაის შეეშვით!
    ტიტულები გინდათ და როგორ აპირებთ? ობამას ფრენკის და დეპაის უშვებთ? რა ჯანდაბით მოიგებ მარტო ძირითადით? წინ დიდი სეზონიაააა, დიდიიიიიიიიიიიიიიიიიიიიიიიიიიიიიიიიიიი!!!!
    რა ვერ გაიგეთ, თუ მარტო მე ვარ ჩემი გაგებით"ჭკვიანი" და ვამბობ "სისულელეს?"დავიჯერო კლუბის პეზიდენტი და სამწვრთნელო შტაბი წინაამღდეგია, როგორც ძლიერი ძირითადია საჭირო, ასევე ძლიერი სათადარიგო? ვერ გავიგე! იქნება ამიხსნათ! აბა ასეთ იგროკებს, როგორ ფრენკია, დეპაი და ობამა ამის გაშვება შეიძლება? მითხარიიიიით! იქნება ვცდები და გავიგებ ვინც ამიხნის1 დამაწყდა ნერვები!

    მართალი ხარ ძმაო, მართალიიი.
    ფანი [?]
    #7 17 აგვისტო 2022 23:01
    0
    ობამეიანგზე ხელი არახლოთ თორემ გაგლახავთ სუყველას ლასტებით თქვენი გამყიდველი დედაც ბლეაადდ
    ფანი [?]
    #6 17 აგვისტო 2022 17:40
    3
    ობამას, ფრენკის და დეპაის შეეშვით!
    ტიტულები გინდათ და როგორ აპირებთ? ობამას ფრენკის და დეპაის უშვებთ? რა ჯანდაბით მოიგებ მარტო ძირითადით? წინ დიდი სეზონიაააა, დიდიიიიიიიიიიიიიიიიიიიიიიიიიიიიიიიიიიი!!!!
    რა ვერ გაიგეთ, თუ მარტო მე ვარ ჩემი გაგებით"ჭკვიანი" და ვამბობ "სისულელეს?"დავიჯერო კლუბის პეზიდენტი და სამწვრთნელო შტაბი წინაამღდეგია, როგორც ძლიერი ძირითადია საჭირო, ასევე ძლიერი სათადარიგო? ვერ გავიგე! იქნება ამიხსნათ! აბა ასეთ იგროკებს, როგორ ფრენკია, დეპაი და ობამა ამის გაშვება შეიძლება? მითხარიიიიით! იქნება ვცდები და გავიგებ ვინც ამიხნის1 დამაწყდა ნერვები!
    ფანი [?]
    #5 17 აგვისტო 2022 16:34
    0
    ციტატა: EL MAESTRO 6
    აი პრემიერ ლიგა მართლა როგორ აპიარებს ფეხბურთელებს რა, რაის 100 მილიონი პროსტა რაამბავია, არ უნდა გადაიხადონ 80 ზე მეტი არანაირად, და ფრენკი თუ შეიმცირებს ხელფასს უნდა დატოვონ კიდეც თორემ საჭიროა ეს კაცი

    100 ბერნარდოში რატოა ბევრი? 😃 კუნდე 50 ჩუამენი 100 ნუნიესი 75 რაფინია 58 🤣 და სილვა რომელიც 5 წელია ერთ-ერთი საუკეთესოა თავის პოზიციაზე + მინიმუმ ხუთი წელი შეინარჩუნებს ფორმას (28 წლისაა ჯერ) საერთოდ არაა ბევრი აი ისაა საკითხავი რამდენად გვჭირდება ამ ეტაპზე და დეიონგის გამოყენება ხო არ შეილება უკეთესად?
    Culé [?]
    #4 17 აგვისტო 2022 15:06
    0
    ობა არ უნდა გაუშვან სკამზე მაგაზე კარგს ვერავის დასვამ აი დეიონგმა თუ არ დაიკლო ბევრი წავიდეს და იქიდან გვანახოს თუ რა მაგარი საყრდენია და გვანანოს მთელი ცხოვრება.😂😂 დესტს საერთოდ არ ვთვლი სემედუსაც კი ვერ ჯობია.
    ფანი [?]
    #3 17 აგვისტო 2022 14:57
    2
    Ობამეიანგი უნდა დარჩეს, დეპაი წავიდეს, ბერნარდუ არ მოვიდეს, ფრენკი დარჩეს, ბრაიტვეიტი-უმტიტი-აბდე წავიდნენ. Ეს იქნება საუკეთესო სცენარი ამ სატრანსფერო ფანჯრის
    საიტის ლეგენდა  [?]
    #2 17 აგვისტო 2022 13:08
    2
    აი პრემიერ ლიგა მართლა როგორ აპიარებს ფეხბურთელებს რა, რაის 100 მილიონი პროსტა რაამბავია, არ უნდა გადაიხადონ 80 ზე მეტი არანაირად, და ფრენკი თუ შეიმცირებს ხელფასს უნდა დატოვონ კიდეც თორემ საჭიროა ეს კაცი
    Culé [?]
    #1 17 აგვისტო 2022 13:07
    5
    ამ მიდგომების მერე არავის მოუნდება აქ მოსვლა, კრიზისის დროს ვინც გაიღო რაღაც გუნდისთვის უფასოდ მოვიდა და გაცილებით მეტზე უარი თქვა ასე მოსროლა არიქა ბერნარდო მინდა და არც ეკითხები პირდაპირ სხვასთან იწყებ მოლაპარაკებებს გაყიდვაზე როცა ფეხბურთელები არ მივდივართო აფიქსირებენ მითუმეტეს ისეთი ვინც ნორმალურია , რავიცი რავიცი რამდენად მაგარი სატრანსფერო კამპანიაა ეს კიდე საკითხავია დრო გავა და ლაპორტას ალბათ ფულების გამო მოუწევს პასუხების გაცემა, ამდენი რამე გაყიდა და მოსულებიდან ორი უფასო იყო მე ლევანდოვსკი კლასნია მაგრამ ვერც მაგის მოყვანას ვერ შევაფასებ ვაუ ეს რააგარი ხალხი მოიყვანესთქო. დრო გაცემს პასუხს ყველაფერს და ასე მგონია ვიღაცეები ამოყოფს ციხეში თავს ამ ჩახლართული მაქინაციების გამო.