ბერნარდუ სილვას ბარსელონაში გადმოსვლის შანსები მცირდება

ბერნარდუ სილვას ბარსელონაში გადმოსვლის შანსები მცირდება

ბერნარდუ სილვას "ბარსელონაში" გადმოსვლის შანსები მცირდება და პორტუგალიელი მზადაა, "მანჩესტერ სიტიში" კიდევ მინიმუმ ერთი სეზონით დარჩეს. ამ ინფორმაციას The Athletic ავრცელებს.

იმავე წყარომ რამდენიმე დღის წინ გაავრცელა ინფორმაცია, რომ "სიტი" ბერნარდუში 100 მილიონ ევროს ითხოვს, რაც "ბარსელონასთვის" ძალიან ბევრია. კატალონიელები მაქსიმუმ 80 მილიონი ევროს გადამხდელები არიან, ისიც იმ შემთხვევაში, თუ ფეხბურთელებს სარფიანად გაყიდიან. საუბარია ან ფრენკი დე იონგის წასვლაზე, ან დეპაი-ობამეიანგი-დესტის ტრიოს გაყიდვაზე.

გავრცელებული ცნობებით "ბარსელონა" და ბერნარდუ შეთანხმებულები არიან. 28 წლის შემტევ ნახევარმცველს კატალონიურ გუნდში თამაში ისევ უნდა, მაგრამ The Athletic-ის ცნობით ის ხვდება, რომ ტრანსფერი რთული იქნება.

რამდენიმე კვირის წინ ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ სილვას მთავარი ამოცანა "სიტიდან" წასვლა იყო, იქნებოდა ეს "ბარსელონაში" გადასვლა, თუ სხვაგან. ბოლო ცნობებით კი, ვინაიდან "ბარსაში" გადმოსვლის შანსებმა იკლო, პორტუგალიელი მზადაა, ინგლისის ჩემპიონ გუნდში დარჩეს.

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 9 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
    საიტის ლეგენდა  [?]
    #9 17 აგვისტო 2022 23:32
    0
    ნამდვილად არ ღირდა ამაში 100 მილიონის გასროლა. ცოტა მოითმინონ და ამხელა ფული თუ აქვთ უფრო ღირებულ ვინმეს შეიძენენ.
    ფანი [?]
    #8 17 აგვისტო 2022 17:56
    2
    რა სისულელეაააააააააა, სილვას ეწირება ფრენკი, ობა და დეპაი? კაი დესტი გასაგებია
    მერე ვიღა გვყავს, მარტო ძირითადი დავრჩებით?
    საიტის ლეგენდა  [?]
    #7 17 აგვისტო 2022 17:56
    0
    სიტი არის ეპლ-ის ბარსელონა; ბარსას მოდელზე შექმნილი გუნდი, მაგრამ მაინც არა ნამდვლი ბარსელონა;
    თუ ნამდვილ ბარსელონაში ვერ ითამაშებს, მაშინ დარჩება ხელოვნურში, რა თქმა უნდა ასე ურჩევნია barca-6
    ფანი [?]
    #6 17 აგვისტო 2022 14:54
    0
    ციტატა: shu1987
    ძაანაც კარგი ამაში თუ ხედავენ გასაღებს პრობლემების გადაჭრის და ამხელა ფულის გასროლას აპირებენ მაგარი სი.ები ყოფილან, 28-წლისაა და არავინ იცის რას იზამს გუარდიოლას და სიტის ნაგავი გააქვთ იმხელა ფასს იხდიან საზიზღრობაა ასევე ჩელსის ნაგავი გამოზიდეს თავისი ვერ გაუწმენდიათ უსაზიზღრესი სიტუაცია და მიდგომებია, გუნდი გადავსებულია სამი ნორმალური კამანდა შეიკვრება და ჩაიციკლენ 4:3:3 შეცვალე ფორმაცია ტაქტიკა მოარგე ფეხბუთელებს და არა პირიქით ასე ძიებაში კი ეტირა დედა გუნდს და 25-წელი შემოსავლებიც გაუნახევრდა თუ ტიტულები არ იქნება გაკოტრების გზას ადგას მართლაც და ამას არავინ ფიქრობს რეალურად მარტო ლაპორტას აფერიატიბა ამდენს ელოდება ისე და ასე და მაგრად კი აბოლებს ყველას. მარტო სტუდიო კიარა უამრავი შემოსავლის წყარო გაყიდეს ფაქტიურად იმის ნახევარი არ ექნება რაც ქონდა შემოსავალი სეზონში და როთი აპირებენ შევსებას ? კოდე გაყიდიან ან მთლიანად გუნდს გაყიდიან აქეთ მიდის რაც არ მსურს პსჟ ან სიტი გაიჩითოს ბოლოს

    Გეტყობა რომ ფინანსების არაფერი გაგეგება
    Culé [?]
    #5 17 აგვისტო 2022 13:14
    1

    #4 17 აგვისტო 2022 13:05
    0
    3-4-3 ტაქტიკაზე თუ დაგავედით ბერნანდუ ძაან გვჭირდება, თორემ ისე მაგის მოყვანას აზრი არ აქვს
    საიტის ლეგენდა  [?]
    #3 17 აგვისტო 2022 12:55
    0
    Wtf man1,
    რო შესთავაზონ კიდევაც მაინც არ გაყიდის მითუმეტეს ეხლა ჩელსის ფული არ უჭირს დღეს საერთოდ წავიკითხე რო მაგას და მოუნტს 2029 წლამდე უგრძელებს კონტრაქტსო.
    გულშემატკივარი [?]
    #2 17 აგვისტო 2022 12:48
    0
    80 მილიონი ჩელსის შესთავაზონ რის ჯეიმსში და დავისვენებთ დაცვაში არაფერი გვენდომება საერთოდ კარგა ხანი
    საიტის ლეგენდა  [?]
    #1 17 აგვისტო 2022 12:35
    0
    80 ლიმონიც ბევრია.წესიერი მარჯვენა მცველი მოიყვანონ ჯობია,არაუხომ,რომ არ იცოდვილოს მარჯვნივ.
    --------------------
    The Catalan Kings Lead In Madrid