ვის აქვს ლა ლიგაში ყველაზე ძვირი სეზონური აბონემენტები? არც ბარსას, არც რეალს

ვის აქვს ლა ლიგაში ყველაზე ძვირი სეზონური აბონემენტები? არც ბარსას, არც რეალს

ესპანური ტელეშოუ El Chiringuito ლა ლიგის გუნდების სეზონური აბონემენტების ფასებს აქვეყნებს და გავრცელებული ინფორმაცია გაოცებას ნამდვილად იწვევს.

El Chiringuito-ს მიერ გავრცელებული ინფორმაცია ეხება ლა ლიგის გუნდებში წევრებისთვის ყველაზე იაფი სეზონური აბონემენტის გახანგრძლივების ფასებს. აქ გათვალისწინებული არაა ახალი აბონემენტის აღება, რაც უფრო ძვირი ჯდება.

როგორც ირკვევა, ყველაზე მაღალი მინიმალური ფასი არა "ბარსელონას" ან "რეალს", არამედ "კადისს" აქვს, რომლის წევრებსაც სეზონური აბონემენტის გახანგრძლივება მინიმუმ 450 ევრო დაუჯდებათ. "ბარსელონას" მინიმალური ფასი 180 ევროთი ნაკლები, 270 ევროა, ხოლო "რეალის" - 266 ევრო.

ისიც გასათვალისწინებელია, რომ "ბარსას" ბევრად მეტი აბონემენტის გაყიდვა უწევს. კატალონიური კლუბი სეზონში დაახლოებით 85 ათს აბონემენტს ყიდის, რაც, რა თქმა უნდა, რეკორდია, რადგან სხვა არცერთი ევროპული კლუბის სტადიონზე ამდენი ადამიანი არ ეტევა.

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 2 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
    საიტის ლეგენდა  [?]
    #2 17 აგვისტო 2022 23:36
    0
    რა ვიცი ლიგაზე სულ გერმანელები იჯდნენ და სად წავიდა ეს აბონემენტები.
    Culé [?]
    #1 17 აგვისტო 2022 14:18
    1
    კარტოჩკები რა ვერ დაგვიბეჭდეს ამ შობელძაღლებმა,პრინტერი ვათხოვო იქნება დროზე ქნან.
    --------------------
    The Catalan Kings Lead In Madrid