მარკო ვან ბასტენი: კრუიფს დღევანდელი ბარსელონასი შერცხვებოდა

ლეგენდარული ნიდერლანდელი თავდამსხმელი მარკო ვან ბასტენი "ბარსელონას" აკრიტიკებს, რისი მიზეზიც კატალონიური კლუბის მხრიდან ფრენკი დე იონგის მიმართ დამოკიდებულებაა.
"ბარსელონაში" მიაჩნიათ, რომ ვან ბასტენის თანამემამულემ ან ხელფასი უნდა შეიმციროს, ან გუნდი დატოვოს. კლუბი ფეხბურთელზე ამ მიმართულებით ზეწოლას ახდენს და სწორედ ეს არ მოსწონს ვან ბასტენს.
ვფიქრობ, იოჰან კრუიფს შერცხვებოდა, დღევანდელი "ბარსელონას" საქციელს რომ უყურებდეს. ჩემი აზრით, ეს ქცევა "ბარსელონას" სტანდარტებს ვერ აკმაყოფილებს.
- განაცხადა ვან ბასტენმა Ziggo Sport-თან საუბრისას.
ტეგები
მსგავსი სიახლეები
გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში
ინფორმაცია
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 14 ]