ჩავის 4 ხელშეუხებელი ფეხბურთელი ჰყავს

ჩავის 4 ხელშეუხებელი ფეხბურთელი ჰყავს

"ბარსელონას" მთავარი მწვრთნელი ჩავი ერნანდესი ჯერ არაა ჩამოყალიბებული, როგორი უნდა იყოს მისი გუნდის სასტარტო შემადგენლობა.

ავტორიტეტული ჟურნალისტის, არშაფ ბენ აიადის ცნობით კატალონიელ სპეციალისტს გუნდში 4 ხელშეუხებელი ფეხბურთელი ჰყავს. საუბარია მარკ-ანდრე ტერ შტეგენზე, რონალდ არაუხოზე, პედრისა და რობერტ ლევანდოვსკიზე. სხვა ფეხბურთელებს კი მოუწევთ, დაამტკიცონ, რომ სასტარტოში თამაშის ღირსები არიან. განსაკუთრებით "რაიოსთან" თამაშის შემდეგ, რომელშიც რამდენიმე ფეხბურთელმა თავი ცუდად წარმოაჩინა, განსაკუთრებით კი ეს ჟორდი ალბაზე ითქმის.

"ბარსას" მომდევნო შეხვედრა "სოსიედადთან" სტუმრად აქვს და მოსალოდნელია, რომ ძირითად შემადგენლობაში ჩავი რამდენიმე ცვლილებას გააკეთებს.

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 10 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
    საიტის ლეგენდა  [?]
    #10 17 აგვისტო 2022 23:47
    1
    მესიც ხელშეუხებლი იყო მწვრთნელ-პრეზიდენტიანად მაგრამ კი მოისროლეს ისე როგორც ბრეითვეიტსაც კი ვერ უბედავენ.
    Culé [?]
    #9 17 აგვისტო 2022 23:38
    0
    კარგი ფეხბურთელობა არ ნიშნავს კარგ მწვრთნელობას. ხავი ჯერ-ჯერობით ბორძიკებს, მაგრამ (იმედია) ბორძიკებს სწორი მიმართულებით 😏
    ახალბედა [?]
    #8 17 აგვისტო 2022 21:09
    0
    ციტატა: Barca_MNS
    გავი?


    გავის სასტარტოს წევრად არ განიხილავს,განსაკუთრებით იმ შემთხვევაში თუ ბერნარდუ გადმოვა.
    Culé [?]
    #7 17 აგვისტო 2022 19:59
    0
    გავი?
    [?]
    #6 17 აგვისტო 2022 17:18
    2
    ლევა იმხელა ხმაურით მოვიდა იასნა აცდიან სეზონის ბოლომდეც, სულ რო 5 გოლზე მეტი ვერ გაიტანოს, არ ამოაგდებენ, მარა სეზონის ბოლოს მოიყვანენ სხვას. პედრიც ტრავმა თუ არა იქნება ძირითადში, შტეგენიც იასნია. აი არაუხოზე თავს ვერ დავდებ. ჩავის უცნაური გემოვნება აქვს, გვარდიოლას გავლენის ქვეშ არის, ძლიერი გავლენის თან, ხედვა დაკოპირებული აქვს მთლიანად და მცველში პასის კულტურას უფრო აფასებს ვიდრე დაცვით უნარებს. გარსია კრისტიანსენი უფრო ევასება ვიდრე არაუხო ალბათ. ნუ ეგ ჩემი აზრია. საერთოდ რო გაყიდონ არ გაგიკვირდეთ, მერე იტყვიან ეკონომიკური მიზეზიაო. კუნდემ თუ გაამართლა მაგასაც დიდი მნიშვნელობა აქვს. მე პირადად არაუხო ამ ბარსაში ყველაზე მეტად მევასება მარა რა მარჯვენა მცველი, დააყენეთ ცენტრში, კუნდეს მეწყვილედ.
    ფანი [?]
    #5 17 აგვისტო 2022 16:21
    1
    არავინ არ უნდა იყოს ხელშეუხებელი ამ ბარსაში არც პედრია არავინ და არც არაუხო ჯერ შტეგენი ლევანდოვსკზე ვერაფერს ვიტყვი სანამ ტიტულების მოგებაში უშუალო წვლილს არ შეიტანენ მანამდე ჩვეულებრივ მოთამაშეებად დარჩებიან პედრი რამდენჯერ გადირკავს კაცს და არაუხო რამდენჯერ მოჩეხავს ვინისუსს მაგით არ ისაზღვრება ავტორიტეტი ❤️
    ფანი [?]
    #4 17 აგვისტო 2022 14:47
    1
    Ამხელა პრესეზონი აბა რაში გამოიყენა? Ძირითადი კიარა ოთხი კაცის გარდა არ იცის ვინ იმსახურებს თამაშს და ალბათ დალაგებულ თამაშს და მოგებებს ლალიგის მერვე ტურიდან დაიწყებენ და მერე სდიე რეალს 20 ქულით ჩამორჩენილმა
    Culé [?]
    #3 17 აგვისტო 2022 13:23
    2
    გაიკეთოს ხელშეუხებლად უკან განსაკუთრებით შტეგენი, ასე უაზროდ თუ გააგრძელა უფანტაზიოდ და ტაქტიკის გარეშე ერთ მონახაზზე ჩაციკლული საცოდაობა იქნება თუ შეცვალა და იმოზგავა როგორც მოედანზე შედეგები აუცილებლად იქნება.
    საიტის ლეგენდა  [?]
    #2 17 აგვისტო 2022 12:59
    0
    კუნდეში ამდენი გადავიხადეთ და არა? თუ ჯერ ტრამვა არ მოუშუშებია და მაგიტო
    გულშემატკივარი [?]
    #1 17 აგვისტო 2022 11:48
    3
    ალონსო რო მოვა იქნება მაშინ ითამაშოს მაგრად ალბამ.ბალდეს უნდა მისცეს შანსი ჩავიმ.დაცვის მარჯვენა ფლანგზე მე კაი ხანია ვიძახი რომ ახალგაზრდაა პერსპექტიული ფეხბურთელია მოსაყვანად,ასეთი კი ჩემთვის დოდოა.ვუყურე მაგის თამაშებს და ძაან მომეწონა.
    ამ ხელშეუხებელ ფეხბურთელებს შორის კუნდე არ შედის ??