ჩელსი ობამეიანგის ტრანსფერზე მუშაობას განაგრძობს

ჩელსი ობამეიანგის ტრანსფერზე მუშაობას განაგრძობს

მიუხედავად იმისა, რომ რამდენიმე დღის წინ პიერ-ემერიკ ობამეიანგმა "ჩელსი" უარით გაისტუმრა, ლონდონური კლუბი გაბონელის შეძენის იმედს არ კარგავს.

ფაბრიციო რომანოს ინფორმაციით, "ლურჯებმა" მიმდინარე კვირაში ობამეიანგის წარმომადგენლებთან მორიგი შეხვედრა ჩანიშნეს. "ჩელსის" მფლობელს, ტოდ ბოელის სურს, "ბარსელონასთვის" ოფიციალური შეთავაზების გაკეთებამდე, ფეხბურთელთან პირადი კონტრაქტის დეტალები შეათანხმოს.

კატალონიელები 33 წლის თავდამსხმელის სანაცვლოდ €30 მილიონს ითხოვენ, "ჩელსის" კი, როგორც ცნობილია, ამ თანხის გადახდა არ სურს.

მიუხედავად იმისა, რომ ჩავი ერნანდესი ობამეიანგის შენარჩუნებას ემხრობა, დიდი ალბათობით, კლუბს გაბონელის გაშვება ბერნარდუ სილვას ტრანსფერისა და მოთამაშეთა რეგისტრაციისთვის დასჭირდება.

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 4 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
    საიტის ლეგენდა  [?]
    #4 17 აგვისტო 2022 23:51
    0
    კატალონიელები 33 წლის თავდამსხმელის სანაცვლოდ €30 მილიონს ითხოვენ, "ჩელსის" კი, როგორც ცნობილია, ამ თანხის გადახდა არ სურს.
    რა კაია არა? არ სურთ 30 მილიონის გადახდა. მარტო ბარსა გონიათ ამათ სულელი?
    ფანი [?]
    #3 17 აგვისტო 2022 14:44
    1
    Ეს თუ გაუშვეს და ლევანდოვსკის იმედზე დარჩნენ კარგად ყოფილა საქმე
    საიტის ლეგენდა  [?]
    #2 17 აგვისტო 2022 12:56
    0
    დეპაის და ობამას ერთად გაშვება არ ღირს, ერთ ერთი უნდა დარჩეს აუცილებლად
    [?]
    #1 17 აგვისტო 2022 10:55
    1
    მაშინ დეპაი ჯერ არ გაუშვან. თორე ქლიმბელე და ფატი თუ დაიმტვრნენ რაც მოსალოდნელია გაგვიჭირდება. აბდე გააიჯარონ ჯობია.