ბარსელონას ხელმძღვანელობა ალბას თამაშით უკმაყოფილო დარჩა

ბარსელონას ხელმძღვანელობა ალბას თამაშით უკმაყოფილო დარჩა

"ბარსელონამ" 2022/23 წლების სეზონი ქულების დაკარგვით დაიწყო. კატალონიურმა გუნდმა ლა ლიგის პირველი ტურის მატჩში "რაიოს" "კამპ ნოუზე" ვერ სძლია.

გუშინდელ შეხვედრაში ყველაზე ცუდად "ბარსელონას" მარცხენა მცველი ჟორდი ალბა გამოიყურებოდა. ჟერარ რომეროს ცნობით ალბას ცუდი თამაში არც "ბარსას" დირექტორთა საბჭოს წევრებს გამოჰპარვიათ და ისინი ვეტერანი ესპანელის ასპარეზობით უკმაყოფილონი დარჩნენ.

ჟორდის მთავარი პრობლემა პასიურობა იყო. ის განსაკუთრებული დაცვითი უნარებით არც არასდროს გამოირჩეოდა, ამ ფეხბურთელის დადებითი მხარე შეტევებში ჩართვა იყო, გუშინ კი მსგავსი ვერაფერი ვნახეთ.

შედარებისთვის გთავაზობთ ლა ლიგის გასული გათამაშების ბოლო ტურში "ვილიარეალთან" და გუშინ "რაიოსთან" ალბას მოქმედების არეალის შედარებას. სხვაობა ერთი შეხედვითაც კი აშკარაა.

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 10 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
    ფანი [?]
    #10 15 აგვისტო 2022 01:03
    2
    ის თუ გვახსოვს, ბალდემ უკეთ რომ გაართვა თავი, ვიდრე ალბამ?
    ასაკი თავისას შვრება. ბუსიც სამწუხაროდ ასეა
    საიტის ლეგენდა  [?]
    #9 14 აგვისტო 2022 17:55
    0
    მოკლედ პიკე კი ისვენებდა, მაგრამ დარჩენილი პენსიონერები აშკარად არ იყვნენ მოედანზე სათამაშოდ გამოსულები.
    Culé [?]
    #8 14 აგვისტო 2022 17:09
    1
    ეხლა ბალდე გაუშვით ნიკოსავით და მერე გზაში მიხვდებით , რომ ჯობდა დარჩენილიყოო . ნიკო და ფრენკი ცენტს ძალიან მაგრა დაიჭერდნენ , კესიე სანამ მიხვდება სად მოხვდა და რას ითხოვენ ნახევარი სეზონი გავა . ბალდე უნდა ათამაშო ხშირად , რომ გაანძრიოს ერთი ადგილი ალბამ , გარანტირებულად რომ დგას სულ რაც მოსულა . საშინელი თამაშები ჰქონდა წინა სეზონშიც , თვითონაც დაისვენებს და ბალდეც გაიზრდება .
    ფანი [?]
    #7 14 აგვისტო 2022 16:43
    0
    Როგორც წესი ამას აქვს ხოლმე ყველაზე მეტი შეხება ბურთთან თამაშში და გუშინ საერთოდ არ ჩანდა, რაფინიას და დემბელეს გამოა მგონი, აუტის ხაზთან ძაან ახლოს მოძრაობენ და სივრცე აღარ რჩება ალბას ფაქტიურად
    საიტის ლეგენდა  [?]
    #6 14 აგვისტო 2022 15:10
    0
    ორივე დაცვის ფლანგი კატასტროფაა
    ფანი [?]
    #5 14 აგვისტო 2022 15:03
    0
    სანამ ფლანგის ნორმალური მცველები არ გვეყოლება, მაქსიმუმ ლა ლიგაზე და კოპაზე ვიფიქროთ, ეგეც მაქსიმუმ. ლიგაზე ნებისმიერი დონე გუნდის ისე გაგვირღვევს ორივე ფლანგს თვალის დახამხამებასაც ვერ მოვასწრებთ. არ არის გამოსავალი ეს არაუხო და შეე*ი ჩავი თუ გინდა :დდდდდ დესტიც მოიშორა, რობერტო მკვდარზე ვენოკი, იქნებ ბელერინი მაინც მოვიდეს და გამოიყენოს ნორმალურად. მარცხნივ ალბა დასახვრეტია საერთოდ, იმედია ალონსოს მოსვლის მერე აეწვება ერთი ადგილი, და მომავალი სეზონიდან უკვე ბალდე უნდა შემზადდეს ძირითადისთვის (ახლა გაიჯარდება იმედია, შესთავაზონ ვალენსიას, ნიკოსთან ერთად იქნება)
    საიტის ლეგენდა  [?]
    #4 14 აგვისტო 2022 14:52
    0
    ეხლა არ მოსწონთ ალბას თამაში?
    4-5 საჩვენებელ მატჩს ჩაატარებდა სეზონში და მიდიოდა ტაშის გრიალი smiley
    საიტის ლეგენდა  [?]
    #3 14 აგვისტო 2022 14:39
    3
    ათამაშეთ მერე ბალდე მიეცით მაგ ბიჭს შანსი
    --------------------
    91/92 05/06 08/09 10/11 14/15 to be continued
    საიტის ლეგენდა  [?]
    #2 14 აგვისტო 2022 14:23
    0
    მერე რაის ალონსო,, მოუყვანეთ ისეთი კაცი ვისიც მართლა შეეშინდება და კონკურენციას იგრძნობს
    Culé [?]
    #1 14 აგვისტო 2022 14:21
    1
    ალბამ ლივერპულთან რომ ყლაპა და იტირა ჩასვრილი ბავშვივით მანდ უნდა მიმხვდარიყვნენ რომ საჭირო იყო ცვლილება , ფორმაშიც და უფორმოდაც დირკაა დაცვაში მაგის დაზღვევის გო დაცვაში ხვრელი რჩება მერე აბა ბუსკვერცხს აღარ შეუძლია ვინმე გადააზღვიოს.