ბარსელონა ჩელსისგან ობამეიანგის სანაცვლოდ 25-28 მილიონის შეთავაზებას ელის

პიერ-ემერიკ ობამეიანგის მომავალი ჯერ კიდევ გაურკვეველია.
ჟერარ რომეროს ინფორმაციით, ჩავი ერნანდესს გაბონელის შენარჩუნება სურს, მაგრამ შესაძლოა, "ბარსელონამ" ის მაინც გაუშვას. იქიდან გამომდინარე, რომ "ბარსამ" ობამეიანგი უფასოდ დაიმატა, მისი ნებისმიერ ფასად გასხვისება კლუბისთვის მოგება იქნება.
33 წლის თავდამსხმელის მთავარი მსურველი "ჩელსია". რომეროს ცნობით, "ბლაუგრანა" ლონდონელებისგან €25-28 მილიონის ოდენობის შეთავაზებას ელის.
გავრცელებული ინფორმაციით, "ჩელსი" "ბარსელონასთან" მოლაპარაკებებს უახლოეს დღეებში დაიწყებს.
ტეგები
მსგავსი სიახლეები
გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში
ინფორმაცია
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 10 ]