ჩავი ერნანდესი: ყველა ტიტულისთვის ვიბრძოლებთ

ჩავი ერნანდესი: ყველა ტიტულისთვის ვიბრძოლებთ

  • თამაშის დრო: შაბათი, 13 აგვისტო, 23:00

"ბარსელონას" მთავარი მწვრთნელი, ჩავი ერნანდესმა ლა ლიგის პირველი მატჩის წინ პრესკონფერენცია გამართა:

" ხვალ ახალ სეზონს ვიწყებთ და ძალიან აღელვებული ვართ. "რაიო" ორგანიზებული გუნდია, ისინი ტექნიკურად ძალიან კარგად მომზადებულები არიან. 

თავდაუზოგავად ვშრომობთ, გუნდი საკმაოდ კონკურენტუნარიანი გახდა. საკმაოდ ოპტიმისტურად ვართ განწყობილნი. სატრანსფერო ფანჯარაზე შესანიშნავი მოთამაშეები დავიმატეთ, რითაც კმაყოფილი ვარ. 

საუკეთესო შემადგენლობა - ვიტყოდი, რომ საკმაოდ კარგი შემადგენლობა გვაქვს. ყველაფრის დამტკიცება მოედანზე მოგვიწევს. ფავორიტი ისაა, ვინც წინა წელს უკვე მოიგო. 

ობამეიანგი -  მასზე იმედებს ვამყარებ. ვისიც არ მჯერა, მათ უკვე იციან. დანარჩენები გუნდში თამაშობენ და ხვალ მოედანზე გამოდიან. გაბონელით კმაყოფილი ვარ, თუმცა მასთან დაკავშირებით რა მოხდება, არ ვიცი.

ფრენკი დე იონგი - იგივე დამოკიდებულება მაქვს, რაც ობამეიანგთან. ის მნიშვნელოვანი ფეხბურთელია, თუმცა სატრანსფერო მარკეტის დახურვამდე დრო რჩება.

პიკე - იგივე სიტუაცია, როგორც ყველა დანარჩენთან. ყველა მოთამაშეს ვუთხარი, რომ ახლა ბრძოლას ნულიდან ვიწყებთ. ტიტულები უნდა მოვიგოთ და ამაში მონაწილეობა ყველას მოუწევს. 

ტიტულები? ჩვენი მიზანი ყველაფრით ყველაფრისთვის ბრძოლაა. რამდენად შორს წავალთ, ვნახავთ. 

ანსუს როლი - ფაქტი, რომ რობერტ ლევანდოვსკი გავიფორმეთ, ანსუს მხრებიდან წნეხს მოხსნის. თუმცა, ანსუ დიდად დაგვეხმარება. 

გამოწვევა - როგორ შევალ კლუბის ისტორიაში - მოგებებით თუ პირიქით. გუნდში იმას უფრო ვაფასებთ, თუ როგორ ვიგებთ. გვინდა, რომ პროცესით სიამოვნება მივიღოთ და ამ მოდელზე ნოემრის შემდეგ ვმუშაობთ.

ნიკო - ის ჩემთან 3 კვირის წინ მოვიდა. ჩემს პოზიციაზე მყარად ვიდექი, რადგან ის სათამაშო დროს მიიღებდა. მიუხედავად ამისა, სამი დღის წინ  კვლავ მოვიდა და მითხრა, რომ "ვალენსიაში" თაამაში უნდოდა. ვიმედოვნებ, რომ ის უფრო შე,მდგარი დაბრუნდება, რადგან "ბარსელონას" მომავლისათვის ძალიან მნიშვნელოვან როლს ითამაშებს.

რაფინია - ის იმ ბრაზილიელებისაგან განსხვავებულია, ვისთანაც  მითამაშია. უფრო ნეიმარს მომაგონებს, თუმცა, რივალდოსავით დარტყმა შეუძლია. ამ მხრივ ოდნავ რივალდოსაც ჰგავს. პირველივე წუთიდან საკუთარი ხასიათი დაგვანახა, რასაც რა თქმა უნდა, მატჩის ბედის შეცვლა შეუძლია.", - აცხადებს ჩავი.

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 9 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
    Culé [?]
    #9 13 აგვისტო 2022 02:55
    0
    წინ ტიტულებისკენ და დიდი გამარჯვებებისკენ. რეალს კი როგორც ყოველთვის უნდა ღრმად ჩაუდოთ. მაგ ბოოოზზზზ კამანდას😂😂😂. წელს რაღაც 15 ქულით მოიგეს და თავში აუვარდათ . 2019/2019 ში 19 ქულით რომ მოვჭიმეთ მაშინ გაყუსულები იყავით ბლიიიაააადდდ თქვე ქათმებო…
    ფანი [?]
    #8 12 აგვისტო 2022 23:51
    0
    Ვერაფერს იტყვის ეს კაცი ცუდს ხელმძღვანელობაზე. Ვინც უნდოდა მოუყვანეს და თუ ტიტულები არ იქნება გუნდს დაერხევა
    Culé [?]
    #7 12 აგვისტო 2022 22:53
    4
    მე ყველაზე მეტად შენი მეიმედება მაესტრო გაწონასწორებული და მოტივირებული ხარ გუნდის თითოეულ წევრთან შესანიშნავად მუშაობ შენი ხედვა და მიზანი გაქვს რაც შედეგს გამოიღებს, წინ ყველა ტიტულისთვის, ვისკა ბარსა
    წევრი [?]
    #6 12 აგვისტო 2022 22:10
    2
    ციტატა: DesmondHume
    ხვალ პირველი კონტურები გამოჩნდება რეალურად რა გუნდი ვართ, ახლა იწყება მთავარი :დდდდდდ კონკურენცია არ აკლია გუნდს, მთავარია შეთამაშება, ჯანმრთელობა, და მოტივაცია, რომელიც პიკეს ბუსკეცის და ალბას გარდა არცერთს არ უნდა აკლდეს ჩემი აზრით. მაგათმა კი ყველაფერი მოიგეს მარა ახალ სეზონი ახალი მუხტია და იმედია ეგენიც მოწყურებული იქნებიან ტიტულებს :დდდდდ

    პიკეზე მოტივირებული თითო ოროლა კაცი თუ იქნება ამ გუნდში
    ფანი [?]
    #5 12 აგვისტო 2022 21:40
    0
    ხვალ პირველი კონტურები გამოჩნდება რეალურად რა გუნდი ვართ, ახლა იწყება მთავარი :დდდდდდ კონკურენცია არ აკლია გუნდს, მთავარია შეთამაშება, ჯანმრთელობა, და მოტივაცია, რომელიც პიკეს ბუსკეცის და ალბას გარდა არცერთს არ უნდა აკლდეს ჩემი აზრით. მაგათმა კი ყველაფერი მოიგეს მარა ახალ სეზონი ახალი მუხტია და იმედია ეგენიც მოწყურებული იქნებიან ტიტულებს :დდდდდ
    საიტის ლეგენდა  [?]
    #4 12 აგვისტო 2022 21:24
    2
    ციტატა: GAUCHO 8
    მთავარია პირველ თამაშებში არ დავკარგოთ ქულები შეთამაშების პონტში.მერე ქე ავიწყვეტთ და წავკუზავთ ყველას.ფატი ფორმაში თუ არა ჩადგა არ ვიცი მაგის საქმე როგორ იქნება.

    აუცილებლად პირველი თამასები უფრო მეტს წყვეტს სეზონის დასაწყისში. ახლა როგორც წავიკითხე ის მუტრუკი დიეგო კოშტა გადმოდის რაიოშიო და ფალკაოსთან ერთად ითამაშებსო. იმედია ვერ მოაწრებენ შეთამაშებას.
    საიტის ლეგენდა  [?]
    #3 12 აგვისტო 2022 21:19
    6
    დაიდება წელს ტიტულები აბა რაა.რაფინიაზე უნდა ვთქვა მაგარი მარცხენა აქვს,დაყენებული და ზუსტი დარტყმით.
    --------------------
    The Catalan Kings Lead In Madrid
    გულშემატკივარი [?]
    #2 12 აგვისტო 2022 21:00
    3
    მთავარია პირველ თამაშებში არ დავკარგოთ ქულები შეთამაშების პონტში.მერე ქე ავიწყვეტთ და წავკუზავთ ყველას.ფატი ფორმაში თუ არა ჩადგა არ ვიცი მაგის საქმე როგორ იქნება.
    საიტის ლეგენდა  [?]
    #1 12 აგვისტო 2022 20:59
    5
    ჩავის იმედი მაქვს, ტიტულები უნდა დადოს და წინ წავა ყველანაირად კლუბი, წარმატებები მაესტრო❤