დე იონგისა და ბრეითუეიტის აგენტებმა ბარსელონა კლუბის ნებართვის გარეშე დატოვეს

Relevo-ს ინფორმაციით, ფრენკი დე იონგისა და მარტინ ბრეითუეიტის აგენტებმა ქალაქი "ბარსელონას" ლიდერებთან შეხვედრის გარეშე დატოვეს.
აღნიშნულმა ფაქტმა კი კატალონიური კლუბის ოფისში დიდი უკმაყოფილება გამოიწვია. ასევე, აღსანიშნავია ის ფაქტიც, რომ აგენტებს წასვლის მიზეზი ჰქონდათ - მათ მოითხოვეს, რომ ოპერაცია შუამავლების გარეშე უნდა დასრულებულიყო, თუმცა, "ბლაუგრანამ" საქმეში ჟორჟე მენდეში ჩართო.
ბრეითუეიტი მზადაა, წავიდეს, მაგრამ მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ დამაკმაყოფილებელ შეთავაზებას მიიღებს. კლუბს სურს, დანიელი გაყიდოს, ფეხბურთელი კი ითხოვს, რომ უფასოდ გაუშვან - ამის გამო მან რამდენიმე წინადადება დაბლოკა, რაზეც კატალონიური გრანდის მესვეურები გაბრაზებულნი არიან.
რაც შეეხება ფრენკი დე იონგს - "ბარსას" პოზიცია ნათელია: ან ხელფასის შემცირება, ან გუნდიდან წასვლა... მაგრამ, ჯერჯერობით, ნიდერლანდელი არცერთ მათგანს არ თანხმდება და კვლავ აცხადებს, რომ "ლურჯ-ბროწეულისფერთა" რიგებში დარჩენა უნდა.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 12 ]