ტუხელი: ობამეიანგთან ძალიან ახლოს ვიყავი

ტუხელი: ობამეიანგთან ძალიან ახლოს ვიყავი

"ჩელსის" მთავარმა მწვრთნელმა, ტომას ტუხელმა "ბარსელონას" შემტევთან, პიერ-ემერიკ ობამეიანგთან მუშაობის პერიოდი გაიხსენა:

"გაბონელთან ერთად ყოფნით დიდ სიამოვნებას ვიღებდი, მასთან პრობლემა არასდროს მქონია. დრო გადის, სიტუაცია იცვლება, თუმცა, ზოგიერთი ფეხბურთელი ბოლომდე შენს ფეხბურთელად რჩება - ობამეიანგთანაც სწორედ ასე მოხდა, რადგან ჩვენ ერთმანეთთან ძალიან, ძალიან ახლოს ვიყავით".

გერმანელი მწვრთნელი პიერს "დორტმუნდში" ყოფნის დროს წვრთნიდა. ახლა კი, "ჩელსის" შემტევის გადაბირება სჭირდება, "ბლაუგრანას" 17 ნომერი კი "ლუჯრებისთვის" ნამდვილას სასურველი სამიზნეა.

მიუხედავად იმისა, რომ ფეხბურთელს "ბარსელონაში" დარჩენა სურს და ჩავიც მასზე იმედებს ამყარებს, სატრანსფერო ფანჯრის ბოლო დღეებში არავინ იცის, სიტუაცია როგორ შეიძლება შეიცვალოს.

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 6 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
    Culé [?]
    #6 13 აგვისტო 2022 17:37
    0
    კი ხარ ტუხელი მარა არ ტრუხდები. მხეცი ხარ ტომას.
    გულშემატკივარი [?]
    #5 13 აგვისტო 2022 08:37
    0
    მაგ გუნდში სტრაიკერები დაწყევლილი არიან.
    --------------------
    •Barca forever•
    ფანი [?]
    #4 12 აგვისტო 2022 23:40
    0
    Მე რა ვერ გავიგე იცით, ნიკო თუ მიდიოდა მიეცათ 14 ნომერი ამ კაცისთვის
    საიტის ლეგენდა  [?]
    #3 12 აგვისტო 2022 19:33
    2
    აუბა საჭირო კაცია, მაგას თუ ვუშვებთ მაშინ დეპაის გავუხანგძლივოთ კონტრაქტი ჯობია, მაგრამ აუბა არაა გასაშვები არანაირად
    საიტის ლეგენდა  [?]
    #2 12 აგვისტო 2022 18:58
    0
    მაშინ ასპილიკუეტაში გაგვიცვალოს, ეგეც ხო ობამეანგივით არ უყვარს.
    Culé [?]
    #1 12 აგვისტო 2022 18:55
    9
    ობამას გაშვება არ შეიძლება ზამენაზე აუცილებელია ასეთი კაცი სხვანაირად ტიტულებისთვის ბრძოლა გაჭირდება, ახლა მთავარია ვინც გვყავს ესენი დავარეგიატრიროთ და ალონსო დავინატოთ.