ბარსელონა დარწმუნებულია, რომ რაიოსთან თამაშამდე ყველა ფეხბურთელს დაარეგისტრირებს

ბარსელონა დარწმუნებულია, რომ რაიოსთან თამაშამდე ყველა ფეხბურთელს დაარეგისტრირებს

  • თამაშის დრო: შაბათი, 13 აგვისტო, 23:00

გუშინ საღამოს შექმნილი მცირე პრობლემების მიუხედავად "ბარსელონა" ლა ლიგაში ფეხბურთელების დარეგისტრირებასთან დაკავშირებით ოპტიმისტურადაა განწყობილი.

გუშინ ცნობილი გახდა, რომ "ბარსელონამ" მე-4 ეკონომიკური ბერკეტის გააქტიურება ვერ მოასწრო, რამაც გააჩინა მოლოდინი, რომ "ბარსა" "რაიოსთან" ხვალ გასამართი შეხვედრისთვის ყველა ახალწვეულის დარეგისტრირებას ვერ მოახერხებდა.

Sport-ის ცნობით ბოლო საათებში კლუბში ოპტიმიზმმა იმატა და ახლა "ბარსელონაში" დარწმუნებულები არიან, რომ შვიდივე ფეხბურთელის დარეგისტრირებას მოახერხებენ. "ბლაუგრანა" ლა ლიგას მე-4 ეკონომიკური ბერკეტის ხელშეკრულებასა და ჟერარ პიკეს განახლებულ კონტრაქტს დღის განმავლობაში გადაუგზავნის, ამაღამ და ხვალ დილით კი ლა ლიგა ფეხბურთელებს დაარეგისტრირებს.

იმავე წყაროს ცნობით კლუბმა ჩავის აცნობა, რომ თამაშისთვის მზადების დროს სრული შემადგენლობა გაითვალისწინოს, რაც კიდევ ერთი დასტურია იმისა, რომ "ბარსა" ყველა ფეხბურთელის დარეგისტრირებაში დარწმუნებულია.

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 3 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
    ფანი [?]
    #3 12 აგვისტო 2022 23:19
    0
    Პირველივე თამაში დაგვანახებს დაახლოებით როგორი სეზონი იქნება, იმედია ეს ნაგლი რაიო წააგებს დიდი ანგარიშით თორემ შარშან ვერაფრით მოვუგეთ
    საიტის ლეგენდა  [?]
    #2 12 აგვისტო 2022 19:31
    0
    აუცილებლად დაარეგისტრირებენ, ისე რომ სტადიონიც გაივსება და პირველი 3 ქულაც ჩაიწერება აქტივში. ეხლა ყველაზე ძალიან მაინტერესებს მოახერხებენ თუ არა დიდი ანგარიშით მოგებას, რო სატურნირო ცხრილში პირველივე ტურიდან ვილიდეროთ სეზონის ბოლომდე.
    საიტის ლეგენდა  [?]
    #1 12 აგვისტო 2022 16:12
    0
    იმედია მართლა დაარეგისტრირებწნ, მერე უმტიტი, ბრაითა და დეპაი გაუშვან და დე იონგსაც მიხედონ, რა გადაწყდება მგ საკითხზე საინტერესოა, თუ წავიდა ბერნანდუ იდეალური იქნება