პიკეს ხელფასის შემცირებით ბარსა რაიოსთან თამაშამდე 4-5 ფეხბურთელის დარეგისტრირებას შეძლებს

პიკეს ხელფასის შემცირებით ბარსა რაიოსთან თამაშამდე 4-5 ფეხბურთელის დარეგისტრირებას შეძლებს

  • თამაშის დრო: შაბათი, 13 აგვისტო, 23:00

"ბარსელონა" ისევ მოსწრებაზეა. კატალონიურ კლუბს ლა ლიგაში 7 ფეხბურთელი ჰყავს დასარეგისტრირებელი და ამჟამინდელი მდგომარეობით მათგან ოთხი-ხუთის დარეგისტრირება უკვე შესაძლებელია.

Sport-ის ჟურნალისტის, დავიდ ბერნაბეუს ცნობით მხოლოდ ჟერარ პიკეს ხელფასის შემცირებით "ბარსა" 4-5 ფეხბურთელის დარეგისტრირებას შეძლებს.

"ბარსელონას" სულ 7 ფეხბურთელის დარეგისტრირება ჭირდება: რობერტ ლევანდოვსკი, რაფინია, უსმან დემბელე, ფრანკ კესიე, ანდრეას კრისტენსენი, ჟიულ კუნდე და სერჟი რობერტო. 31 აგვისტოს მათ რიგებს გავიც შეუერთდება, მაგრამ ახალგაზრდა ნახევარმცველს ახლა რეგისტრაციის გარეშე თამაში შეუძლია.

იმ შემთხვევაში, თუ "ბარსამ" მე-4 ეკონომიკური ბერკეტის ამოქმედება დროულად ვერ მოახერხა და ხვალ "რაიოსთან" გასამართი თამაშისთვის ლა ლიგამ დოკუმენტაციის შემოწმება ვერ მოასწრო, მხოლოდ ჟერარ პიკეს მიერ ხელფასის შემცირებით "ბარსა" რამდენიმე მოთამაშის დარეგისტრირებას შეძლებს. დანამდვილებით შეიძლება ითქვას, რომ ერთ-ერთი, რომელიც რეგისტრაციის მიღმა დარჩება, კრისტენენი ან ჟიულ კუნდე იქნება. ერთ თამაშში ამდენი ცენტრალური მცველი აუცილებელი არაა, თანაც კუნდე ახლად გამოჯანმრთელებულია და მან პრესეზონზე მხოლოდ რამდენიმე წუთი ითამაშა. ასეთ შემთხვევაში ჩავის 4 ცენტრალური მცველი რჩება - არაუხო, გარსია, პიკე და ახალწვეულთაგან ერთ-ერთი.

"ბარსა" აუცილებლად დაარეგისტრირებს ლევანდოვსკის, ასევე ძალიან კარგ ფორმაში მყოფ რაფინიასა და კესიეს. დემბელესა და სერჟი რობერტოს შორის არჩევანი კი, ჩვენი ვარაუდით, ფრანგ შემტევზე გაკეთდება.

"ბარსელონას" ფეხბურთელების დარეგისტრირება თამაშამდე 5 წუთით ადრეც კი შეეძლება.

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 13 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
    ფანი [?]
    #13 12 აგვისტო 2022 23:09
    0
    Ყოჩაღ პიკეს, თუმცა საინტერესო ისაა, დაიკლებს ამ ხელფასს თუ გადაავადებს?
    საიტის ლეგენდა  [?]
    #12 12 აგვისტო 2022 20:01
    0
    მადლობა ღმერთს რო ესწრება ყველაფერი, თუ კიდევ რამე არ მოიფიქრა იმ სულძაღლმა ტებასმა.
    Culé [?]
    #11 12 აგვისტო 2022 15:29
    0
    ციტატა: CHEPE
    ციტატა: Sergio5
    იცით რა მაინტერესეებს, ვინც იცით, რა მოხდება დავუშვათ რობერტო და კრისტენსენი, ან რავიცი ვინმე სარეზერვო გუნდში რო დავარეგისტრიროთ, რამე წესია ნეტა რო მეორე გუნდის ფეხბურთელს მაგხელა ხელფასი ვერ ექნება, ან რამე ეგეთი? გასაგებია 25+ ნომრით ითამაშებენ მარა სხვა რამე შეზღუდვა ხო არ ექნებათ წესით, გარდა იმისა რო თვითონ არ ექნებათ დავუშვათ სურვილი მეორე გუნდის წევრობის

    ვერანაირად ვერ იზამს მასე ბარსა ბ ში მაქსიმუმ 22 წლამდე უნდა იყო რომ ითამაᲨო ძირითადში გამოძახებით და ყველა დიდია ვინც იყიდა ბარსამ ამიტომ ვერ მოხდება ეგ საქმე

    აა ეგ არ ვიცოდი, მადლობა heart_eyes
    Culé [?]
    #10 12 აგვისტო 2022 13:12
    0
    ციტატა: MARI=BARCA-fan
    ციტატა: shu1987
    პიკემ უფასოდაც ვითამაშებო თუმცა არ შეიძლება, პიკეზე ორჯერ მეტი აქვს ბუსკეცსაც და ალბასაც იმათ რატო არ უმცირებენ ??

    კარგად მახსოვს რომ ბუსიმაც და ალბამაც შარშან ხელფასის შემცირებაზე ერთხელ უარი თქვეს, იმის მერე კიდევ იყო შემცირებები და ეგ უკვე აღარ ვიცი დაიკლეს თუ არა..
    ყველაზე ბევრჯერ ხელფასი პიკეს აქვს დაკლებული..

    პიკეს ამ ეტაპზე წლიური აქვს 10 და ბუსკეცს 22, ალბას 20 წარმოიდგინე რამდენი ქონდათ მანამდე , ისე დაკლებით კიარ დაიკლეს გადაავადეს და მაგათი ვალი აწევს კიდე გუნდს მილიონები გადავადებული თანხა, მარტო პიკეს ვალი აქვს გუნდს 52-მილიონი
    Culé [?]
    #9 12 აგვისტო 2022 12:37
    0
    იცით რა მაინტერესეებს, ვინც იცით, რა მოხდება დავუშვათ რობერტო და კრისტენსენი, ან რავიცი ვინმე სარეზერვო გუნდში რო დავარეგისტრიროთ, რამე წესია ნეტა რო მეორე გუნდის ფეხბურთელს მაგხელა ხელფასი ვერ ექნება, ან რამე ეგეთი? გასაგებია 25+ ნომრით ითამაშებენ მარა სხვა რამე შეზღუდვა ხო არ ექნებათ წესით, გარდა იმისა რო თვითონ არ ექნებათ დავუშვათ სურვილი მეორე გუნდის წევრობის
    Culé [?]
    #8 12 აგვისტო 2022 12:34
    0
    ციტატა: shu1987
    პიკემ უფასოდაც ვითამაშებო თუმცა არ შეიძლება, პიკეზე ორჯერ მეტი აქვს ბუსკეცსაც და ალბასაც იმათ რატო არ უმცირებენ ??

    კარგად მახსოვს რომ ბუსიმაც და ალბამაც შარშან ხელფასის შემცირებაზე ერთხელ უარი თქვეს, იმის მერე კიდევ იყო შემცირებები და ეგ უკვე აღარ ვიცი დაიკლეს თუ არა..
    ყველაზე ბევრჯერ ხელფასი პიკეს აქვს დაკლებული..
    ფანი [?]
    #7 12 აგვისტო 2022 11:35
    2
    გეიონგი მოიშორონ როგორმე და მოგვარდება პრობლემა, დემბელეზე მეტად შემაზიზღა თავი მაგ ქერა სლემ.
    Culé [?]
    #6 12 აგვისტო 2022 11:32
    5
    იმენნო შებერტყილია პიკეშა😃 უკვე ჩაყარა საფუძველი პრეზიდენტობისასი😆 მხეცი ხარ შაქირიჩ მარა მაგარი გატეხე ოჯახი რომ აირიე ღლეობის გამო.
    Culé [?]
    #5 12 აგვისტო 2022 11:03
    1
    პიკე და ბუსი ოჯახის უფროსი წევრია, კლუბისთვის ყველაფერს გააკეთებენ
    საიტის ლეგენდა  [?]
    #4 12 აგვისტო 2022 10:33
    0
    პიკესთან ერთად ბუსკეცმაც რომ შეიმციროს ალბათ იმ ორსაც დავარეგისტრირებთ და არამგონია კაპიტანმა უარი რომ თქვას
    Culé [?]
    #3 12 აგვისტო 2022 10:30
    2
    პიკემ უფასოდაც ვითამაშებო თუმცა არ შეიძლება, პიკეზე ორჯერ მეტი აქვს ბუსკეცსაც და ალბასაც იმათ რატო არ უმცირებენ ??
    Culé [?]
    #2 12 აგვისტო 2022 10:03
    2
    რას იღებს ამდენს ეს შობელძაღლი.
    ფანი [?]
    #1 12 აგვისტო 2022 09:33
    3
    ყოჩაღ პიკეს