როგორ წააგო ჩელსიმ ბარსელონასთან კუნდესთვის ბრძოლა? | ფაბრიციო რომანო ერთ-ერთი ყველაზე გიჟურ სატრანსფერო საგაზე

როგორ წააგო ჩელსიმ ბარსელონასთან კუნდესთვის ბრძოლა? | ფაბრიციო რომანო ერთ-ერთი ყველაზე გიჟურ სატრანსფერო საგაზე

ჟიულ კუნდე უკვე "ბარსელონას" ფეხბურთელია, მაგრამ მისი შეძენა მარტივი არ ყოფილა - წელს სატრანსფერო ბაზრის ისტორიაში ერთ-ერთი უდიდესი საგა ვიხილეთ.

როგორც ფაბრიციო რომანო 888Sport-ზე განთავსებულ სტატიაში იუწყება, ყველაფერი ჯერ კიდევ 2021 წლის ივლისში დაიწყო, როცა "ჩელსიმ" "სევილიასთან" მოლაპარაკებები პირველად გამართა.

გასულ ზაფხულში ლონდონელები ტრანსფერის განხორციელებასთან ძალიან ახლოს იყვნენ, მაგრამ ივლისის მიწურულს მათ გარიგებაში ემერსონ პალმიერისა და კურტ ზუმას ჩართვა მოინდომეს, რაზეც სევილიელებმა უარი განაცხადეს.

ისტორია სატრანსფერო ფანჯრის ბოლო კვირაში გაგრძელდა და "ჩელსიმ" ესპანურ კლუბს €50 მილიონი შესთავაზა, მაგრამ კვლავ უარი მიიღო, რადგან ანდალუსიელებს ბოლო წამს ასეთი მნიშვნელოვანი ფეხბურთელის დაკარგვა არ სურდათ. პოზიცია ნათელი იყო: ან გამოსასყიდი თანხის გადახდა, ან არაფერი. "ჩელსისთვის" €80 მილიონის გაღება წარმოუდგენელი იყო და საქმე 2022 წლისთვის გადადო.

მიმდინარე წელს "ლურჯებმა" მოლაპარაკებები განაახლეს - თებერვალში ინგლისურმა კლუბმა ფეხბურთელის აგენტთან 5-წლიანი კონტრაქტის დეტალები განიხილა. მაგრამ, რომან აბრამოვიჩის საქმემ ყველაფერი გააჩერა - სანქციებმა და მარინა გრანოვსკაიასა და პეტრ ჩეხის გუნდიდან წასვლამ "ჩელსის" პარალიზება გამოიწვია.

კუნდე "ჩელსის" პრიორიტეტი ისევ იყო, მაგრამ ტოდ ბოელის მიერ კლუბის შეძენის, "ნაპოლიდან" €40 მილიონად კალიდუ კულიბალის გადაბირებისა და "მანჩესტერ სიტიდან" ნათან აკეს ყიდვის მცდელობის შემდეგ, ვითარება შეიცვალა.

გარდა ამისა, "ჩელსი" პრესნელ კიმპემბეს თაობაზე "პარი სენ-ჟერმენთან" მოლაპარაკებებსაც აწარმოებდა და €65/70 მილიონს სთავაზობდა, თუმცა, შეთანხმებას ვერ მიაღწია. სწორედ ამიტომ, ლონდონელები კუნდეს მიუბრუნდნენ.

მაგრამ, ამასობაში, "ბარსელონა" ბრძოლაში უკვე ჩაბმული იყო. სატელევიზიო უფლებების გაყიდვის პროცესის გამო ტრანსფერი ოდნავ შენელედა, თუმცა, კუნდესა და მის აგენტთან პოზიტიური მოლაპარაკებები მიმდინარეობდა.

20 ივლისს "ჩელსიმ" "სევილიას" £55-მილიონიანი წინადადებით მიმართა, რაც საკმაოდ მიმზიდველი თანხა იყო, მაგრამ ანდალუსიელთა სპორტულმა დირექტორმა მონჩიმ მათ 2 დღე პასუხი არ გასცა. ამის გამო ინგლისური კლუბი ანერვიულდა, რასაც ისიც დაემატა, რომ დასტური არც ჟიულის მხრიდან ჩანდა.

ამ ისტორიაში მთავარი როლი სწორედ ფრანგმა ითამაშა და პარასკევიდან შაბათამდე ბევრი რამ შეცვალა. ყველაფერი საღამოს გადაწყდა, რადგან "ბარსელონა" ამერიკის შეერთებულ შტატებში იმყოფებოდა. ამ დროს ჩავი ერნანდესი ფეხბურთელს კიდევ ერთხელ დაუკავშირდა. კლუბმა კუნდეს მოცდა ისევ სთხოვა, რადგან "ბარსას" შეთავაზება უნდა მოემზადებინა და ტრანსფერი დაეხურა, როგორც ცოტა ხნით ადრე რაფინიას შემთხვევაში მოხდა.

პირობამ, რომ ის "ბარსელონაში" რონალდ არაუხოსთან ერთად მსოფლიოს ერთ-ერთი საუკეთესო მცველი გახდებოდა, კუნდე დაარწმუნა, პარალელურად კი "ჩელსი" სხვა ვარიანტებზეც ფიქრობდა, რაც ჟიულს არ მოეწონა.

პატარა დეტალებმა მოლაპარაკებებში უდიდესი ფაქტორი იქონია. "სევილიამ" მოიცადა, რადგან ფრანგი ინგლისში გადასვლაზე თანხმობას ჯერ კიდევ არ აცხადებდა, ამასობაში კი, ჟორდი კრუიფისა და მატეუ ალემანის მეშვეობით, "ბარსელონამ" ანდალუსიურ კლუბს პირველი ოფიციალური შეთავაზებით მიმართა.

სტრატეგია კვლავ წარმატებული აღმოჩნდა: კატალონიურმა გრანდმა "სევილიას" იმაზე ნაკლები თანხა შესთავაზა, ვიდრე - "ჩელსიმ", მაგრამ განსხვავებული სტრუქტურით (და არა სერჟინიო დესტის ან მემფის დეპაის ჩართვით, როგორც მედიაში ვრცელდებოდა).

შეთავაზება ასეთი იყო: €50 მილიონი ფიქსირებულად + ბონუსები. "სევილიამ" ისტორიული გაყიდვა განახორციელა, რაც მონჩის ნამდვილად არ ეშლება.

"ბარსელონამ" ტრანსფერის დახურვა შეძლო, მიუხედავად იმისა, რომ 1 კვირით ადრე ეს წარმოუდგენელი ჩანდა. სწორედ 7 დღით ადრე, ფანთან საუბრისას, ჟოან ლაპორტამ თქვა: "კუნდე? არა, ის "ჩელსიში" გადავიდა."

სინამდვილეში კი "ჩელსის" დასტური არასდროს მიუღია და ჩავი ერნანდესმა კიდევ ერთი ტოპ დანამატი მიიღო...

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 3 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
    საიტის ლეგენდა  [?]
    #3 11 აგვისტო 2022 17:21
    0
    ციტატა: xavi-iniesta-messi
    კუნდე ნამდვილად კარგი დანამატია. ჟილკიანი, უშიშარი, ართმევა, ვარდნა სისწრაფე, თავით თამაში, პასის კულტურა (გრძელი, მოკლე) ყველაფი ადგილზეა. მთავარია გუნდთან შეთამაშება, რაც არამგონია გაუჭირდეს. ლოპოტეგისტან მუშაობდა ბოლო ბოლო ტიკი-ტაკას მსგავსს აწვება ეგ კაციც.

    რაღაც გეშლება ლოპოტეგი სუფთა სვარშიკია,ავტობუსა ფეხბურთის მოყვარული.
    --------------------
    The Catalan Kings Lead In Madrid
    საიტის ლეგენდა  [?]
    #2 11 აგვისტო 2022 16:35
    4
    კუნდე ნამდვილად კარგი დანამატია. ჟილკიანი, უშიშარი, ართმევა, ვარდნა სისწრაფე, თავით თამაში, პასის კულტურა (გრძელი, მოკლე) ყველაფი ადგილზეა. მთავარია გუნდთან შეთამაშება, რაც არამგონია გაუჭირდეს. ლოპოტეგისტან მუშაობდა ბოლო ბოლო ტიკი-ტაკას მსგავსს აწვება ეგ კაციც.
    საიტის ლეგენდა  [?]
    #1 11 აგვისტო 2022 16:31
    0
    მაგარი საგაა.