ბარსელონა-რაიო - თამაშის მსაჯი ცნობილია

ბარსელონა-რაიო - თამაშის მსაჯი ცნობილია

  • თამაშის დრო: შაბათი, 13 აგვისტო, 23:00

რამდენიმე წუთის წინ ლა ლიგის 2022/23 წლების სეზონის პირველი ტურის არბიტრების ვინაობა გახდა ცნობილი, მათ შორის "ბარსელონასა" და "რაიო ვალიეკანოს" დაპირისპირების მსაჯებისაც.

სეზონში "ბარსელონას" პირველ ოფიციალურ მატჩს გამოცდილი და კარგად ნაცნობი არბიტრი ალეხანდრო ხოსე ერნანდეს ერნანდესი განსჯის.

ერნანდესი ერნანდესი 39 წლისაა. მან მსაჯობა 2004 წელს დაიწყო, 3 წლის შემდეგ სეგუნდა დივიზიონში დააწინაურეს, 2012 წელს მისი დებიუტი პრიმერა დივიზიონშიც შედგა, 2014 წლიდან კი ესპანელი FIFA-ს არბიტრია.

კარიერის განმავლობაში ერნანდესი თამაშში საშუალოდ 26.7 ჯარიმასა და 0.38 თერთმეტმეტრიანს ნიშნავს, ფეხბურთელებს კი 5.3 ყვითელ და 0.29 წითელ ბარათს უჩვენებს.

ალეხანდრო ერნანდესს "ბარსელონას" მატჩში მონაწილეობა აქამდე 30-ჯერ მიუღია. კატალონიელებმა 18 შეხვედრა მოიგეს, 9 ფრედ დაასრულეს და 3 დათმეს. ერნანდესმა კატალონიელების სასარგებლოდ 9 წითელი ბარათი აჩვენა და 9 თერთმეტმეტრიანი დანიშნა, მათ წინააღმდეგ კი 2 წითელი ბარათი და 2 თერთმეტმეტრიანი.

ერნანდესი სწორედ ის მსაჯია 2018 წლის "ელ კლასიკოში" უმტიტის წინააღმდეგ ძალიან უხეშად მოთამაშე გარეთ ბეილი რომ დაინდო და მას აშკარა წითელი ბარათი არ უჩვენა.

ამ არბიტრს "რაიოს" შეხვედრაში 21-ჯერ უმსაჯია. მადრიდელებს 5 მოგება, 7 ფრე და 9 მარცხი აქვთ. დანიშნული 7 თერთმეტმეტრიანიდან 3 "რაიოს" სასარგებლოდ იყო, 8 წითელი ბარათიდან კი ერნანდესმა 5 ამ გუნდის ფეხბურთელებს უჩვენა.

"ბარსელონასა" და "რაიოს" დაპირისპირება 13 აგვისტოს, 23:00 საათზე დაიწყება.

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 2 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
    საიტის ლეგენდა  [?]
    #2 12 აგვისტო 2022 01:56
    0
    CHEPE,
    რავიცი მაგათთან რო წავაგეთ კუმანი მერე გააგდეს და რევანში კიარა მე მადლობელი ვარ პირადად
    --------------------
    1)ჩემს გუნდებში, მეკარე მთავარი შემტევია, ცენტრფორვარდი კი - მთავარი დამცველი.
    2)მხოლოდ ერთი ბურთი არსებობს და ის შენ უნდა გქონდეს.
    საიტის ლეგენდა  [?]
    #1 11 აგვისტო 2022 15:42
    1
    იმედია ეს მსაჯი ვერ უშველით.