რონალდ კუმანს ალფრედ შროიდერმა ურჩია, რომ პიანიჩს არ დაყრდნობოდა

რონალდ კუმანს ალფრედ შროიდერმა ურჩია, რომ პიანიჩს არ დაყრდნობოდა

"ბარსელონაში" რონალდ კუმანის მოღვაწეობის დროს მირალემ პიანიჩს შანსი საერთოდ არ მიეცა და ეს უკანასკნელი იძულებული გახდა, იჯარით წასულიყო.

ფერან კორეასის ინფორმაციით, ამ უცნაური ფაქტის მიზეზი კუმანის მაშინდელი ასისტენტი, ალფრედ შროიდერი იყო, რომელმაც რონალდს ურჩია, რომ ბოსნიელს არ დაყრდნობოდა.

ახლა კი, სიტიაცია შეიცვალა და ჩავი ერნანდესი პიანიჩის გამოყენებას გეგმავს, მიუხედავად იმისა, რომ ის სასტარტო შემადგენლობის წევრი არ იქნება. 

მირალემმა ვარჯიშებსა და პრესეზონზე გამართულ მატჩებში ჩავის თავი მოაწონა და დაარწმუნა, რომ შანსს იმსახურებს. მწვრთნელი მას სერხიო ბუსკეტსის დუბლიორად განიხილავს. მოგეხსენებათ, კლუბმა ამის გამო ნიკო გონსალესი გაანათხოვრა.

წყაროს თანახმად, 32 წლის ნახევარმცველი ხელფასს აღარ შეიმცირებს, რადგან, "ბეშიქთაშში" იჯარით გადასვლისას, მან ანაზღაურება 50%-ით უკვე დაიკლო.

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 6 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
    საიტის ლეგენდა  [?]
    #6 12 აგვისტო 2022 01:54
    0
    ეგ შროიდერი ახლა აიაქსის მწვრთნელია. სუპერ თასზე აჭამა ნისტელროის პსვ-მ. ერედივიზიონში სიტარდთან 3-2 ითამაშეს. არ აქვს მთლად სახარბიელო სტარტი
    --------------------
    1)ჩემს გუნდებში, მეკარე მთავარი შემტევია, ცენტრფორვარდი კი - მთავარი დამცველი.
    2)მხოლოდ ერთი ბურთი არსებობს და ის შენ უნდა გქონდეს.
    ფანი [?]
    #5 11 აგვისტო 2022 16:28
    3
    Პიანიჩს რომ სკამზე დაალპობ და პედრის გადაწვავ 70 თამაშით ხო ხარ ფეხისთითებით ჭერზე დასაკიდი
    საიტის ლეგენდა  [?]
    #4 11 აგვისტო 2022 15:59
    2
    ორი ტუგადუმი პიანიჩი რო გყავს გუნდში და არ ენდობი დებილი ხარ აბა რა ხარ
    --------------------
    91/92 05/06 08/09 10/11 14/15 to be continued
    საიტის ლეგენდა  [?]
    #3 11 აგვისტო 2022 15:47
    2
    ჯერ კუმანის ნააზრევებს რა ვუთხარი და მერე მისი ასისტენტის ალფრედ შროიდერის ნაღვაწი არ გაიშვა არსად. ერთი თამაში და ჩავი გაარკვევს რა და როგორ.
    Culé [?]
    #2 11 აგვისტო 2022 15:35
    3
    კუმანი ყოფილა სამი ასო, ისედაც ხო გამოჩნდა, მარა ეხლა ვაბშე, დიდი სამი ასო კაცი.....
    --------------------
    მარცხი გარდაუვალია,ეს როდისმე აუცილებლად მოხდება,უბრალოდ ეს უნდა იყოს ღირსეული...
    საიტის ლეგენდა  [?]
    #1 11 აგვისტო 2022 14:41
    6
    არადა რა კლასნი ტიპია პიანიჩი და ამოალპეს სკამზე ტიპებმა, პედრი გადაწვა თამაშით ისე რომ ტრამვა მიიღო ამ დროს კი პუჩი და პიანიჩი სკამზე ლპებოდნენ, უტვინოებიი😡